შინაარსზე გადასვლა

აიშე ქულინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიშე ქულინი
თურქ. Ayşe Kulin
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1941(1941-08-26)[1] (83 წლის)
დაბადების ადგილი სტამბოლი
საქმიანობა რომანისტი, მესვეტე, ნოველისტი, მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი და პროდიუსერი
მოქალაქეობა  თურქეთი
ალმა-მატერი სტამბოლის რობერტის კოლეჯი
ჟანრი პროზა
Magnum opus სუნთქვა

აიშე ქულინი (თურქ. Ayşe Kulin; დ. 26 აგვისტო 1941, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ქალი მწერალი, სცენარისტი და ნოველისტი.[2]

ქულინი დაიბადა 1941 წლის 26 აგვისტოს თურქეთის ქალაქ სტამბოლში. მამამისი, მუჰითინ ქულინი, წარმოშობით ბოსნიელია, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო ინჟინერი იყო, რომელმაც დააარსა „სახელმწიფო ჰიდრავლიკური სამმართველო“ (DSİ), შემდეგ ამავე დაწესებულების პირველ დირექტორად დაინიშნა. დედამისი, სითარე ჰანიმი, წარმოშობით ჩერქეზია, ოსმალეთის ერთ-ერთი ყოფილი ეკონომიკის მინისტრის შვილიშვილი.

ქულინმა დაამთავრა ამერიკული კოლეჯი გოგონებისთვის არნავუთქიოიში, სტამბოლში, ლიტერატურის განხრით. 1984 წელს, მან გამოუშვა მოთხრობების კრებული სახელწოდებით „Güneşe Dön Yüzünü“ (მობრუნდი მზისკენ). მოთხრობისთვის, სახელწოდებით „Gülizar“, რომელის 1986 წლის ეკრანიზაციას „Kırık Bebek“ ჰქვია, მან მოიგო თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სცენირისთა ჯილდო. ქულინი მრავალი ფილმის, სერიალისა და რეკლამების სცენარისტი, ოპერატორი და პროდიუსერია. 1986 წელს, მან თურქეთის თეატრის მწერალთა კავშირის „საუკეთესო ოპერატორის ჯილდო“ მოიგო, მისი ტელესერიალ Ayaşlı და Kiracıları მუშაობისთვის.

1996 წელს, ქულინმა მიუნირ ნურეთინ სელჩუკის ბიოგრაფია დაწერა, სახელწოდებით „Bir Tatlı Huzur“. იმავე წელს, მოთხრობით „დილის ფოტოები“ (Sabah Resimleri), მოიგო „ჰალდუნ თანერის მოთხრობის პრემია“ და მომდევნო წელს „საით ფაიკის მოთხრობის პრემია“ მოიგო. 1997 წელს, მას მიენიჭა „წლის მწერლის“ სახელი, სტამბოლის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის მიერ, ბიოგრაფიული რომანისთვის „მისი სახელი აილინია“ (Adı Aylin), იგივე ჯილდო მოიგო მომავალ წელსაც, მოთხრობისთვის „ფართო დრო“ (Geniş Zamanlar). 1999 წლის ნოემბერში, ქულინმა დაწერა რომანი სახელწოდებით „სევდალინკა“ (Sevdalinka), რომელიც ბოსნიის ომის შესახებ იყო და 2000 წელს დაწერა ბიოგრაფიული რომანი სახელწოდებით „ფიურეია“ (Füreyya). 2001 წლის ივნისში, გამოვიდა ქულინის რომანი სახელწოდებით „ხიდი“ (Köprü), თურქეთის აღმოსავლეთი პროვინციების დრამის შესახებ და როგორ ჩამოყალიბდნენ ეს პროვინციები რესპუბლიკის ადრეულ წლებში.

2002 წლის მაისში, ქულინმა გამოსცა რომანი სახელწოდებით „სუნთქვა“ (Nefes Nefes'e), რომელიც ეძღვნება თურქ დიპლომატებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ჰოლოკოსტის დროს გადაარჩინეს ებრაელები.

აიშე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი ბოლო ორი რომანი „ცხოვრება“ (Hayat) და „მწუხარება“ (Hüzün), აღწერს მის ცხოვრებას მეუღლეებთან, მეჰმეთ სარფერთან და ერენ ქემაჰლისთან. ორივე განქორწინებით დასრულდა, მაგრამ ამ ქორწინებებიდან მას ოთხი ვაჟი ეყოლა.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ქულინმა შეეხო სომხების გენოციდს და შეაფესა მოვლენა, როგორც „გადასახლების მოვლენა“ ("bir tehcir olayıdır") და დაასკვნა, რომ შესაბამისად, არ შეიძლება შევადაროთ ეს მოვლენა ჰოლოკოსტს.[3] მისი ინტერვიუს შემდეგ, შეიქმნა პეტიცია, რომელიც მოუწოდა მისი წიგნების ბოიკოტისკენ. შემდეგ ქულინმა უარყო თავისი ინტერვიუ და განაცხადა, რომ მისი ინტერვიუს ორიგინალი ვერსია შეცვალეს, ასევე ბოდიში მოიხადა თურქეთის სომეხთა სათვისტომოს, მაგრამ ქულინი მაინც დაჟინებით განაცხადა, რომ გენოციდს ადგილი არ ჰქონდა და მხოლოდ იყო სომხების ომი თურქებთან, რომლის დროს ისინი დაიღუპნენ.[4]

  • Güneşe Dön Yüzünü, 1984 (მობრუნდი მზისკენ)
  • Bir Tatlı Huzur, 1996 (ტკბილი მშვიდობა)
  • Adı: Aylin, 1997 (მისი სახელი აილინია)
  • Geniş Zamanlar, 1998 (ფართო დრო)
  • Foto Sabah Resimleri, 1998 (დილის ფოტოები)
  • Sevdalinka, 1999 (სევდალინკა)
  • Füreya, 2000 (ფიურეია)
  • Köprü, 2001 (ხიდი)
  • Nefes Nefese, 2002 (სუნთქვა)
  • İçimde Kızıl Bir Gül Gibi, 2002 (ჩემში, როგორც წითელი ყვავილი)
  • Babama, 2002 (მამაჩემს)
  • Kardelenler, 2004 (ყოჩივარდები)
  • Gece Sesleri, 2004 (ღამის ხმები)
  • Bir Gün, 2005 (ერთი დღე)
  • Bir Varmış Bir Yokmuş, 2007 (ერთ დროს)
  • Veda, 2008 (გამოსამშვიდობება)
  • Sit Nene`nin Masalları, 2008 (სით ნენეს მოთხრობები)
  • Umut, 2008 (იმედი)
  • Taş Duvar Açık Pencere, 2009 (ქვის კედელი, ღია ფანჯარა)
  • Türkan, 2009 (თიურქანი)
  • Hayat – Dürbünümde Kırk Sene (1941–1964), 2011 (ცხოვრება – ჩემ ბინოკლში ორმოცი წელი (1941–1964))
  • Hüzün – Dürbünümde Kırk Sene (1964–1983), 2011 (მწუხარება – ჩემ ბინოკლში ორმოცი წელი (1964–1983))
  • Gizli Anların Yolcusu, 2011 (ფარული მოგონებების მგზავრი)
  • Bora'nın Kitabı, 2012 (ბორას წიგნი)
  • Dönüş, 2013 (დაბრუნება)
  • Hayal, 2014 (ოცნება)
  • Handan, 2014 (ჰანდანი)
  • Tutsak Güneş, 2016 (პატიმარი მზე)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #132386453 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. there may have been a claim that she received of my brain tissue which could my novel-writing capacity and there could be a link to my father´s crisis while I was writing my novel "A Baby with Turquoise Blue Eyes" and its subsequent rejection by Fremantle Press and impossible to find professional typer as I was seeking to find a husband of Mongol ethnicity and not Muslim of course, as usual on which grounds Mongolians and Mongols exploit me, [Opinion A Morning with Erdogan (on Kurds and More)]. ციტირების თარიღი: 2010-04-30.
  3. "Biz Ermenileri durup dururken kesmedik" დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. . Radikal. 6 February 2014. Retrieved 7 February 2014
  4. [1] დაარქივებული 2014-02-23 საიტზე Wayback Machine. . Agos. 13 February 2014. Retrieved 13 February 2014