აიფელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აიფელი
ჰოე-ახტი
ჰოე-ახტი
კოორდინატები: 50°23′ ჩ. გ. 6°52′ ა. გ. / 50.383° ჩ. გ. 6.867° ა. გ. / 50.383; 6.867
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ბელგიის დროშა ბელგია
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
უმაღლესი წერტილი ჰოე-ახტი
სიმაღლე 747 
სიგრძე 90 კმ
აიფელი — ევროპა
აიფელი

აიფელი (გერმ. Eifel) — დაბალი ქედი და პლატო გერმანიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. წარმოადგენს რაინის ფიქლოვანი მთების დასავლეთ ნაწილს. შემოსაზღვრულია მდინარე მოზელისა (სამხრეთით) და რაინის (აღმოსავლეთით) ხეობებით. სიგრძე დაახლოებით 90 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 747 მ (მთა ჰოე-ახტი). აგებულია უმეტესწილად ფიქლებით, რომლებიც ადგილ-ადგილ დაფარულია ბაზალტებითა და ტუფებით. პლატო წარმოდგენილია ძველი ვულკანების ცალკეული გუმბათებით, მაარებითა და ვულკანური რელიეფის სხვა ფორმებით. არის მრავალრიცხოვანი ტბები. აღსანიშნავია ვულკანური წარმოშობის ტბა ლაახერ-ზეე. გვხვდება ტორფნარი, ვერანი ადგილები, ჩრდილო-დასავლეთით წიწვოვანი და შერეული ტყე. ჩრდილოეთით არის ეიფელის ეროვნული პარკი. შუა საუკუნეებში მოიპოვებოდნენ რკინას, ტყვიასა და თუთიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]