მაისტისმთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაისტისმთა
კოორდინატები: 42°36′21″ ჩ. გ. 45°17′07″ ა. გ. / 42.60583° ჩ. გ. 45.28528° ა. გ. / 42.60583; 45.28528
სიმაღლე 4081 მ 
ქედი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი
მაისტისმთა — საქართველო
მაისტისმთა
მაისტისმთა — რუსეთი
მაისტისმთა

მაისტისმთა, მაისტისმაღალი (რუს. Маистисмта) — მწვერვალი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთით გვერდით ქედზე, არღუნის სისტემის მდინარეების ანდაქის, ბლუხაფეღისა და მაისტიხის წყალგამყოფზე, სიმაღლე 4081 მ. ადმინისტრაციულად განლაგებულია დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რუსეთის რესპუბლიკის ჩეჩნეთის საზღვარზე. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. მაისტისმთის უმეტესი ნაწილი კლდოვანია. აქვს ორი მყინვარი. კალთების ქვემო ნაწილში ალპური მდელოებია. პირველი საბჭოთა ასვლა 1939 წელს.[1]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. ეს იყო პირველი საბჭოთა ასვლა. საბჭოთა პერიოდამდე ასვლის ექსპედიციები უცნობია.