აისელ თეიმურზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აისელ თეიმურზადე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1989(1989-04-25)[1] (34 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
აისელ თეიმურზადე ვიკისაწყობში

აისელ თეიმურზადე (აზერ. Aysel Məhəmməd qızı Teymurzadə; დ. 25 აპრილი, 1989, ბაქო) — აზერბაიჯანელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზის ჟანრის მომღერალი.

ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც არაშთან ერთად წარსდგა მოსკოვში გამართულ 2009 წლის ევროვიზიის კონკურსზე, სიმღერით „Always“ და დაიკავა მე-3 ადგილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აისელი დაიბადა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. ის იყო უმცროსი სამ დას შორის. დაიბადა ჟურნალისტისა და უნივერსიტეტის პროფესორის ოჯახში. მისი წინაპარი იყო მე-19 საუკუნის განმანათლებელი და ჟურნალისტი ჰასან ზარდაბი. მისი ბებია დედის მხრიდან იყო ნახევრად რუსული და ნახევრად უკრაინული წარმოშობის.[2] აისელმა სიმღერა დაიწყო ოთხი წლის ასაკიდან და ფორტეპიანო ბავშვობიდანვე გახდა მისი გატაცება.

აისელმა ბაქოში დაამთავრა ინტელექტ ლიცეუმი და 2005-2006 წლებში დადიოდა ტეხასის უმაღლეს სკოლაში. აშშ-ში ჩასვლის პერიოდში შეუერთდა ადგილობრივ გუნდს და დაიწყო ვარჯიში ახალგაზრდა მომღერალთა შეჯიბრებებისთვის.[3] აშშ-ში ყოფნის პერიოდში აისელმა სამხრეთ არკანზასის უნივერსიტეტსა და ოსტინის ტეხასურ უნივერსიტეტში გამართულ კონკურსებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.[3] 2005 წელს მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის ეროვნულ მუსიკალურ კონკურსში „Yeni Ulduz“ („ახალი ვარსკვლავი“) 2009 წლის ევროვიზიაზე გასვლის მომენტში, 2009 წლის იანვარში აზერბაიჯანის ენათა უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს.[4]

ევროვიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აისელი არაშთან ერთად „ევროვიზია 2009“-ზე, მწვანე ოთახში.

2009 წლის იანვარში თეიმურზადე İTV-ს (აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელი) მიერ ირანელ-შვედ მომღერალ არაშთან ერთად შერჩეული იქნა აზერბაიჯანის წარმომადგენლად „ევროვიზია 2009“-ზე,[5] სიმღერით „Always“. აისელი გახდა პირველი ქალი რომელმაც წარადგინა აზერბაიჯანი ევროვიზიაზე. 2009 წლის 16 მაისს აისელ თეიმურზადემ და არაშიმ 25 ფინალისტს შორის 207 ქულით დაიკავეს მესამე ადგილი. [6]

აისელმა და არაშიმ ერთად მოიგეს რიგით მე-4 ევროვიიზიის კონკურსის „Radio Awards“-ის ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო ჯგუფი“.[7]

ევროვიზიის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

28 მაისს თეიმურაზადემ დაანონსა რომ არაშთან ერთად მოაწყობდა ევროპულ ტურნეს, მათ შორის ჩაატარებდა კონცერტებს საბერძნეთში, შვედეთსა და რუსეთში.[8] ტურნედან დაბრუნების შემდეგ მან დაანონსა რომ არაშთან და მის გუნდთან ერთად მუშაობდა ახალ ალბომზე რომელსაც Sony BMG და Warner Music გამოუშვებდნენ.[9][10] მათ გამოშვების კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებიათ.

აისელი მონაწიელობდა Danone-ს იოგურტის მაღალპროფილურ რეკლამებში, რომელბიც აზერბაიჯანულ და ქართულ ტელეარხებზე გადიოდა.[11]

2012 წელს აისელ თეიმურზადე 5 სხვა მუსიკოსთან ერთად აზერბაიჯანიდან არჩეულნი იქნენ 2012 წლის ევროვიზიის დანიის ეროვნული შერჩევის ჟიურის წევრად.[12]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს თეიმურზადე დაქორწინდა 39 წლის მურად ადიგოზალოვზე, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიული საზოგადეობის დირექტორზე და ორი შვილის მამაზე.[13] ზოგიერთი წყაროს თანახმად, მისი გეგმა ქორწინების შემდეგ იყო დიდი სცენის დატოვება და მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე გამოსვლა.[14] წყვილს შეეძინა სამი შვილი, ორი ვაჟი (დ. 2012, დ. 2016) და ერთი ქალიშვილი, რომელიც 2014 წელს დაიბადა.[15][16][17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Discogs — 2000.
  2. Day.Az. Мама Айсель Теймурзаде: «Нас с Россией и Украиной связывает очень многое»
  3. 3.0 3.1 Eurovisionfamily.tv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-20. ციტირების თარიღი: 2009-05-17
  4. AySel (Azerbaijan): Biography
  5. Azerbaijan: Aysel Teymurzadeh to Eurovision დაარქივებული January 19, 2009, საიტზე Wayback Machine.
  6. Norway in 'Fairytale' Eurovision win. RTÉ.ie. 17 May 2009. დაარქივებული September 1, 2009, საიტზე Wayback Machine.
  7. ESC Radio Awards 2009 დაარქივებული December 15, 2009, საიტზე Wayback Machine.
  8. APA. Aysel and Arash to give concerts in Sweden, Russia and Greece. დაარქივებული February 25, 2012, საიტზე Wayback Machine.
  9. APA. Aysel: I receive many offers of marriage after the Eurovision. დაარქივებული April 7, 2012, საიტზე Wayback Machine.
  10. Eurovision Song Contest. Snippets: Alexander's video; ask Yohanna; Aysel's new album
  11. esctoday.com. Azerbaijan: AySel stars TV commercial დაარქივებული August 3, 2010, საიტზე Wayback Machine.
  12. Azerbaijan Show Business Reps Appointed Jury for Danish National Selection დაარქივებული 2012-01-23 საიტზე Wayback Machine. . Vesti.az. 16 January 2012.
  13. Aysel Teymurzadeh Engaged to Musician. Ayna. 19 May 2012. Retrieved 5 June 2012.[მკვდარი ბმული]
  14. Aysel Teymurzadeh to Marry Murad Adigozalov. Yeni Musavat. 16 May 2012. Retrieved 5 June 2012.
  15. Tezliklə! - ANSPRESS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-07. ციტირების თარიღი: 2012-12-28
  16. Aysel Teymurzadeh to Become Mother Again დაარქივებული 2014-05-14 საიტზე Wayback Machine. . Vesti.az. 14 May 2014.
  17. Aysel Teymurzadeh Became Mother for Third Time დაარქივებული 2017-07-28 საიტზე Wayback Machine. . Vesti.az. 6 October 2016. Retrieved 15 July 2017.