აინა სულტანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|აინა სულტანოვა}}
აინა სულტანოვააზერ. Ayna Sultanova
Ayna Sultanova.png
დაბადების თარიღი 1895
ფირაბადილი, ყუბანის მაზრა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1938
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

აინა მახმუდ კიზი სულტანოვა (აზერ. Ayna Mahmud qızı Sultanova; დაბადებიდან მუსაბეკოვა,[1]; 1895, პირებედილი — 1938) — აზერბაიჯაის სსრ და ზსფსრ პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე; ქალებს შორის ერთ-ერთი პირველი ქალი-რევოლუციონერი.[2] აზერბაიჯანის ისტორიაში გახდა პირველი ქალი - სახალხო კომისარი (სახკომი)[3]. ხელმძღვანელობდა განათლებისა და იუსტიციის კომიტეტებს სახალხო კომისარიატიდან.[4] იყო აზერბაიჯანის სსრ ციკ-ის პრეზიდიუმის წევრი (აზციკ) და ციკ ზსფსრ (ზაკციკ), ბაქსაბჭოს დეპუტატი,[5] ასევე აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე.[6] იყო ქალთა ჟურნალ «შარკ გადინის» («აღმოსავლეთის ქალი») პირველი რედაქტორი. იმყოფებოდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე აზერბაიჯანისა და ამიერკავკასიის პარტიულ ორგანიზაციებში. იყო ცკ-ს, ცკკ-ს პრეზიდიუმის და აკპ ბაქოს კომიტეტის, ასევე ვკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი[4]. არის გაზანფარ მუსაბეკოვის და და გამიდა სულატნოვის მეუღლე.

აინა მუსაბეკოვა 1895 წელს პატარა მთიან დასახლება პირებედილში (ბაქოს გუბერნიის ყუბანის მაზრა) დაიბადა. 1912 წელს მან დაამთავრა ბაქოს წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია დაამთავრა (ამჟამად გიმნაზიის შენობაში განლაგებულია № 134 სკოლა). დამთავრების შემდეგ თავად ასწავლიდა ამავე სკოლაში.[7] 1917—1918 წწ. მჭიდროდ თანამშრომლობდა ბოლშევიკებთან[8]. 1918 წლის ივლისიდან[8] — სკკპ წევრი.[5] აწარმოებდა რევოლუციურ საქმიანობას მოსკოვში, ასტრახანში, ბაქოში (1918—1920).[5] 1919 წლის აგვისტოში მივლინებულ იქნა მოსკოვში ი. სვერდლოვის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტში სასწავლებლად. ამასთან ერთი 1919—1920 წწ. მოსკოვში მუშაობდა რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიადთან არსებული ახლო აღმოსალეთის განყოფილების მდივნად. საბჭოთა აზერაიჯანში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ცკ აკპ(ბ) აპარატში — თავდაპირველად ქალთა განყოფილების ინსტრუქტორ-ორგანიზატორად, 1924-დან 1930 წლამდე — მოადგილედ, ხოლო მოგვიანებით მუშა და გლეხი ქალების განყოფილების გამგედ.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sultanova 1976, p. 5.
  2. А. М. Султанова // Активные борцы за советскую власть в Азербайджане. — Б.: Азербайджанское государственное издательство, 1957. — С. 110.
  3. Sultanova 1976, p. 69.
  4. 4.0 4.1 Sultanova 1976, p. 69, 72.
  5. 5.0 5.1 5.2 Sultanova 1976, p. 71-72.
  6. Мамедов С. Страницы жизни. — Б.: Ишыг, 1973. — С. 47. — 116 с.
  7. Məhərrəm Zülfüqarlı, tarix elmləri namizədi Sovet dövrünün heykəlləri Ayna Mahmud qızı Sultanova
  8. Воспоминания азербайджанских коммунистов о В. И. Ленине / Под ред. Д. В. Гулиева и М. С. Искендерова. — Б.: Азербайджанское государственное издательство, 1958. — С. 84. — 84 с.
  9. Коллективизация сельского хозяйства в Азербайджане / Под ред. Дж. Б. Гулиева. — Б.: Элм, 1982. — Т. I. — С. 296. — 321 с.