შინაარსზე გადასვლა

აითაირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აითაირა (აფხ. Аиҭаира — „აღორძინება“) — სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა სეპარატისტულ აფხაზეთის რესპუბლიკაში. დაარსდა 2001 წელს, როგორც პირველი ოპოზიციური მოძრაობა, აფხაზეთის ყოფილი ე. წ. პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მიერ. მოძრაობის დღევანდელი ლიდერია ყოფილი ე. წ. პრემიერმინისტრი ლეონიდ ლაკერბაია.[1]

აითაირა, 2004 წლის სეპარატისტების საპრეზიდენტო არჩევნებში, ალექსანდრე ანქვაბს უჭერდა მხარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ე. წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ანქვაბი კანდიდატთა სიიდან ამოიღო, იგი "ერთიანი აფხაზეთის", "ამცახარა"-ს და აფხაზეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის სერგეი ბაგაფშის მხარდამჭერ ბლოკს შეუერთდა. არჩევნების შედეგად წარმოშობილი კრიზისის შემდეგ, მიღწეულ იქნა კომპრომისი, რის შედეგადაც, ალექსანდრე ანქვაბმა ბაგაფშის მთავრობაში პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა.[2]

მოძრაობის პოლიტიკური საბჭო შედგება 23 ადამიანისგან. პოლიტსაბჭოს პრეზიდიუმში შედიან: ლეონიდ ლაკერბაია, ოლეგ დამენია, ირინა აგრბა, ვიაჩესლავ კოკოსკირი, დაურ ნაჭყებია და რომან გერია.

აითაირას აქვს რეგიონული ორგანიზაციები აფხაზეთის მთელ ტერიტირიაზე.

  1. „Общественно-политическое движение «Айтайра» будет продолжать свою деятельность, как и прежде“. Администрация Президента Республики Абхазия. 20 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2010.
  2. Abkhazia: President, Opposition Trade Accusations. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (2007-03-22).