აივორ ნოველო
| აივორ ნოველო | |
|---|---|
| ინგლ. Ivor Novello | |
|
| |
| დაბადების სახელი | დევიდ აივორ დევისი |
| დაბადების თარიღი |
15 იანვარი, 1893 კარდიფი, უელსი |
| გარდაცვალების თარიღი |
6 მარტი, 1951 (58 წლის) უესტმინსტერი, ინგლისი |
| მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
| ალმა-მატერი | Magdalen College School |
| საქმიანობა | მსახიობი, დრამატურგი, მომღერალი, კომპოზიტორი |
| აქტიური | 1914-1951 |
| პარტნიორ(ებ)ი | Robert Andrews |
აივორ ნოველო (ინგლ. Ivor Novello (born David Ivor Davies; დ. 15 იანვარი, 1893,კარდიფი, უელსი - გ. 6 მარტი, 1951, უესტმინსტერი, ინგლისი) — უელსელი მსახიობი, დრამატურგი, მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანელი მომღერალი გახდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოველო დაიბადა მუსიკალურ ოჯახში და მან პირველ წარმატებას მიაღწია როგორც სიმღერების ავტორმა. მისი პირველი დიდი ჰიტი „Keep the Home Fires Burning“ (1914), ძალიან პოპულარული იყო პირველი მსოფლიო ომის დროს. მისი 1917 წლის შოუ, „Theodore & Co“, ომის დროს წარმატებული იყო. ომის შემდეგ ნოველომ რამდენიმე წარმატებულ მუსიკალურ კომედიაში შეიტანა თავისი წვლილი და შედეგად, დაევალა პარტიტურების დაწერა სრული შოუებისთვის. ის წერდა თავის მიუზიკლებს ოპერეტის სტილში და ხშირად ქმნიდა თავის მუსიკას კრისტოფერ ჰასალის ლიბრეტოებზე.
1920-იან წლებში მან მსახიობობა დაიწყო: ჯერ ბრიტანულ ფილმებში, შემდეგ კი სცენაზე. ორივეგან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მან ითამაშა ალფრედ ჰიჩკოკის ორ მუნჯ ფილმში, „მდგმური“ („The Lodger“, 1927) და „მცდარ გზაზე“ („Downhill“, 1927). ნოველო მცირე ხნით გაემგზავრა ჰოლივუდში, მაგრამ მალევე დაბრუნდა ბრიტანეთში, სადაც მან უფრო მეტი წარმატება მიაღწია, განსაკუთრებით სცენაზე, გამოჩნდა მის მდიდრულ მიუზიკლებში.
1930-იანი წლებიდან ის ხშირად გამოდიოდა ზენა დერთან ერთად, წერდა ნაწილებს მისთვის თავის ნამუშევრებში. მან განაგრძო კინოსთვის წერა, მაგრამ შემდგომ კარიერაში მას ყველაზე დიდი წარმატება სასცენო მიუზიკლებში ჰქონდა.
ნოველო მოულოდნელად გარდაიცვალა კორონარული თრომბოზით 58 წლის ასაკში.
1955 წელს ბრიტანეთის კომპოზიტორთა და ავტორთა აკადემიამ დააწესა აივორ ნაველოს პრემია,[1] რომელიც გადაეცემა ბრიტანელ კომპოზიტორებსა და სიმღერების ავტორებს, ასევე გამოჩენილ საერთაშორისო მუსიკის ავტორს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]