აია (სარაგბო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აია
AIA Kutaisi Stadium.jpg
აიას სტადიონი
სრული სახელი სარაგბო კლუბი აია ქუთაისი
დაარსდა 1966
მოედანი აია არენა
ლიგა დიდი 10
ოფიციალური საიტი
www.aia-rugby.ge

აია ქუთაისისაქართველოს უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბი.

კლუბი დაარსდა 1966 წელს ქუთაისში და სახელი მშობლიური ქალაქის ანტიკური სახელწოდებიდან იქნა შერჩეული. აია ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი იყო საბჭოთა კავშირში, სადაც 80-იანი წლებში სრული ჰეგემონია დაამყარა და სამჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, თითოჯერ მეორე და მესამე ადგილი დაიკავა, ორჯერ კი ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კლუბმა ასპარეზობა ახლადშექმნილ საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო, სადაც დაარსებიდან ერთ-ერთი მოწინავე კლუბი იყო და საპრიზო ადგილების დაკავების მუდმივი კანდიდატი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აია არენა აშენდა 2015 წელს. ის მოიცავს 9 ჰექტარ ტერიტორიას და 4 მოედანს.