შინაარსზე გადასვლა

აიან მირგასიმოვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიან მირგასიმოვა
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1969
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

აიან ოქტაი ყიზი მირგასიმოვა (აზერ. Ayan Oqtay qızı Mirqasimovaდ. 5 მაისი, 1969, ბაქო) — აზერბაიჯანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი (2000), აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2017).[1]

ცხოვრება და საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიან მირგასიმოვა დაიბადა 1969 წლის 5 მაისს ბაქოში. დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სკოლა 1986 წელს. 1990 წელს მან განათლება კინოსა და თეატრის სამსახიობო დარგში მიიღო მოსკოვის ალექსეი ბატალოვის სახელობის სკოლა-სტუდიის დრამატული ხელოვნების სკოლაში. 1991 წლიდან მუშაობს აზერბაიჯანის სამედ ვურგუნის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში. გარდა მსახიობობისა, ის ასევე მონაწილეობს ქორეოგრაფიული ჯგუფების მუშაობაში.

აზერბაიჯანული კინოს განვითარებისთვის გაწეული სამსახურისთვის 2000 წლის 18 დეკემბერს მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის წოდება. 2017 წლის 31 ივლისს მას მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო არტისტის წოდება აზერბაიჯანული კინემატოგრაფიის განვითარებისთვის გაწეული სამსახურისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. President.az. (31 iyul 2017) Azərbaycanın kino xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı az. President.az. ციტირების თარიღი: 2017-07-31.