ათონელი ღირსმოწამეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ათონელი ღირსმოწამეებიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 დეკემბერი, ახალი სტილით - 18 დეკემბერი.

წმინდა კარიესელი ღირსმოწამენი მართლმადიდებლობის მოღალატე მიხეილ პალეოლოგის (1259-1282) მეფობაში აღესრულნენ კარიესის სავანეში, ათონის მთაზე ცეცხლითა და მახვილით შემოჭრილი პაპისტების ხელით. ლათინებმა გადაწვეს და დაანგრიეს პროტატი, ცოცხალი აღარავინ გადარჩენიათ. ღირსნი მამანი, რომელთაც გაბედულად ამხილეს კათოლიკების მწვალებლობა, პაპისტებმა საშინლად აწამეს, შემდეგ კი პროტატის წინ ჩამოახრჩვეს. კარიესის ირგვლივ, სენაკებში თავშეფარებული ბერები მომხდურებმა მახვილებით აჩეხეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
  • მაჭარაშვილი გ., ლიონის უნია და საქართველო, თბ., 2007 [1]