შინაარსზე გადასვლა

ათეშგაჰი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ათეშგაჰიმაზდეანური ტაძარი, ძველი ქართული წყაროებით ცეცხლის საგზებელი. განსაკუთრებით გავრცელებული იყო III-VII საუკუნეების ირანში. ძველი ქართული წყაროების მიხედვით ათეშგაჰები საქართველოშიც იყო, მათ შორის ნიქოზში, ლოპოტას ხევში, ნეკრესში, მცხეთაში. შუა საუკუნეების ათეშგაჰი შემორჩენილია თბილისში, რომელიც ათეშგას სახელითაა ცნობილი.