ათერომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ათერომა
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 1039
ICD-10 I70.9
ICD-9 440

ათერომა — ხაჭოსმაგვარი სეკრეტით სავსე კისტა, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების გამომყოფი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიქმნება. მომრგვალო ფორმის მაგარი წარმონაქმნი უმეტესად თავის თმიან ნაწილზე, სახეზე, ზურგზე ჩნდება. ანთების შემთხვევაში ათერომის ზემოთ კანი წითლდება, კისტა იზრდება და მტკივნეული ხდება.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკურნალობა ქირურგიულია და ათერომის კაფსულიანად ამოკვეთას ითვალისწინებს. ანთების შემთხვევაში ათერომას ჭრიან, ხოლო ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ კვეთენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალი „ოჯახის მკურნალი“ #14 (152), 2007 წელი.

Erste hilfe.svg გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!