ათენის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ათენის სკოლა
იტალ. Scuola di Atene
ავტორი რაფაელი
წელი 1511
სიმაღლე 500 მმ
სიგანე 770 მმ
ქალაქი ვატიკანი
მუზეუმი აპოსტოლური სასახლე

ათენის სკოლა (იტალ. Scuola di Atene) — რენესანსის ეპოქის მხატვარ რაფაელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ფრესკა, რომელზეც ის ვატიკანის სასახლეში 1508-1511 წლებში მუშაობდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1508 წელს, პაპ იულიუს II-ის ბრძანებით რაფაელმა დაიწყო ვატიკანის სასახლის ოთახების მოხატვა. მისი ფრესკები ადამიანის საქმიანობის ალეგორიული გამოსახულებებია. "school of Athens — ფილოსოფია, "დებატები" — თეოლოგია, "სიბრძნე, ზომიერება და ძალა" — სამართლიანობა, "პარნასი" — პოეზია. თავის ოთხ დიდ კომპოზიციაში რაფაელმა ოთხი საფუძველი წარმოაჩინა, რომელსაც, მისი აზრით უნდა ეფუძვნებოდეს საზოგადოება. გონება (ფილოსოფია, მეცნიერება), სიკეთე და სიყვარული (რელიგია), სილამაზე (ხელოვნება), მართლმსაჯულება (სამართლიანობა). ფრესკა ათენის სკოლა ითვლება არა მარტო რაფაელის არამედ რენესანსის ეპოქის საუკეთესო ნიმუშად.

პერსონაჟების სია[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Raffaello Scuola di Atene numbered.svg
  1. ზენონ კიტიონელი ან ზენონ ელეიელი
  2. ეპიკურე
  3. ფედერიკო II გონზაგა
  4. ბოეციუსი ან ანაქსიმანდრე ან ემპედოკლე
  5. იბნ რუშდი
  6. პითაგორა
  7. ალკივიადე ან ალექსანდრე მაკედონელი
  8. ანტისთენე ან ქსენოფონტი
  9. ჰიპატია
  10. ესხინესი ან ქსენოფონტი
  11. პარმენიდე
  12. სოკრატე
  13. ჰერაკლიტე
  14. პლატონი
  15. არისტოტელე,
  16. დიოგენე
  17. პლოტინე
  18. ევკლიდე ან არქიმედე მოსწავლეებით
  19. ჰიპარქე, სხვა ვერსიით სტრაბონი ან ზარათუშტრა
  20. პტოლემე
  21. პროტოგენე
  22. R — აპელესი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The School of Athens, «Who is Who?», Michael Lahanas, mlahanas.de