ათენის ნუმიზმატიკური მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათენის ნუმიზმატიკური მუზეუმი
37°58′40″ ჩ. გ. 23°44′07″ ა. გ. / 37.9778000° ჩ. გ. 23.7354000° ა. გ. / 37.9778000; 23.7354000
დაარსდა 1838
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
დამაარსებლები ერნსტ ცილერი
მდებარეობა Panepistimiou Street
ოფიციალური საიტი http://www.nummus.gr/
Map

ათენის ნუმიზმატიკური მუზეუმი — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუზეუმი საბერძნეთში, დაარსდა 1838 წელს.

მასში დაცულია 50000-ზე მეტი მონეტის, მედლის, ძვირფასი ქვების, წონის, მარკების და მასთან დაკავშირებული არტეფაქტების კოლექცია 1400-წლიდან დღემდე.[1] იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექციაა, ლონდონის ბრიტანული მუზეუმის, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკის, პეტერბურგის ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმის და ბერლინის ბოდეს მუზეუმის პარალელურად. [1] თავად მუზეუმი განთავსებულია არქეოლოგ ჰაინრიხ შლიმანის სასახლეში “ილიონის სასახლე“, ფორმალურად ცნობილია როგორც ილიუს მელატრონი.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაარსდა 1838 წელს. სახელმწიფოს მიერ მონეტების შეგროვების პირველი მცდელობა ეგინაში დაიწყო, საბერძნეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე. კოლექცია გამდიდრდა გათხრების, შესყიდვებისა და შემოწირულობების შედეგად. თავდაპირველად კოლექცია საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ნაწილი იყო და ათენის უნივერსიტეტის მთავარ შენობაში იყო განთავსებული, შემდეგ კი ათენის აკადემიის შენობაში, სადაც კოლექცია პირველად გამოიფინა. 1946 წელს კოლექცია გადაიტანეს ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში. მუზეუმის ორგანიზაცია ორჯერ გახდა დამოუკიდებელი, პირველად 1893 წელს, ხოლო მეორედ 1965 წელს.[2] 1984 წელს კოლექცია ილიუს მელატრონის შენობას გადაეცა შესანახად, ხოლო რესტავრაციის შემდეგ იგი საბოლოოდ გაიხსნა 1998 წელს.[3]

ილიუს მელატრონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუმიზმატიკური მუზეუმი განთავსებულია ილიუს მელატრონში, სამ სართულიანი შენობა პანეპისტიმიუს ქუჩაზე. იგი აშენდა 1878-1880 წლებში ჰაინრიხ შლიმანისთვის და არქიტექტორი იყო მაშინდელი ცნობილი ერნსტ ცილერი. მისი დასრულების დროს იგი ათენის ყველაზე ბრწყინვალე კერძო რეზიდენციად ითვლებოდა. მისი დიზაინი შთაგონებულია რენესანსის აღორძინების მოძრაობით, ისევე როგორც ნეოკლასიციზმი, ხოლო ინტერიერი გავლენას ახდენს პომპეის არქიტექტურაზე. შედეგად ოთახები შემკულია მოზაიკითა და ფრესკებით, რომლებიც ასახავს, ან ტროას ომის თემებს, ან ბერძნულ დევიზებს.[4] 1927 წელს, სოფია ჰაინრიხ შლიმანის ქვრივმა შენობა მიყიდა საბერძნეთის სახელმწიფოს და შემდგომ იგი გამოიყენეს როგორც სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ კი საკასაციო სასამართლოს ადგილი.[3] მუზეუმის ინტერიერის შენობის ხედის სასამართლო დარბაზად გამოყენებამ დიდი ზიანი მიაყენა. მას შემდეგ, რაც შენობა აირჩიეს ნუმიზმატიკური მუზეუმის შესანახად, მან გაიარა ძირითადი რესტავრაცია, რომლის დროსაც იატაკის მოზაიკა და ფრესკები აღდგა. საბოლოოდ ნუმიზმატიკური კოლექცია გაიხსნა ნაწილობრივ რესტავრირებულ შენობაში 1998 წელს, ხოლო მთელი კოლექცია ხილვადი გახდა 2007 წელს.[5]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის კოლექცია შეიცავს 600000 ობიექტს, ძირითადად მონეტებს, მაგრამ ასევე მედლებს, სტანდარტულ მასებს, კოლოფებს, მარკებს და სხვა, ძველი წელთაღრიცხვით XIV საუკუნიდან თანამედროვე დრომდე.[6] კოლექცია მოწყობილია ისე, რომ დაიცვას მონეტების ისტორია. არსებობს ბიზანტიური და შუა საუკუნეების ძირითადი კოლექციები დასავლეთ ევროპიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ოსმალეთის იმპერიიდან. კოლექციის დიდი ნაწილი შედგება მონეტებისგან, რომლებიც ნაპოვნი იქნა განძებში, ხოლო დანარჩენი მოდის ეგინას საწყისი კოლექციიდან, საბერძნეთის ბოლოდროინდელი გათხრებიდან და შემოწირულობებიდან. მუზეუმში განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომელშიც განთავსებულია 12000 წიგნი, იგი სპეციალიზირებულია მონეტების შესწავლაში. ასევე არსებობს კონსერვაციის ლაბორატორია.

ადგილმდებარეობა და ვიზიტორების ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნუმიზმატიკური მუზეუმი მდებარეობს პანეფისტიმიუს ქუჩის 12 ნომერში, სინტაგმის მოედანთან ახლოს. მას ემსახურება სინტაგმის მეტროს სადგური. ბაღში არის მუზეუმის მაღაზია და ყავის სახლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 The Numismatic Museum In Athens en-US. ციტირების თარიღი: 2021-07-27
  2. Papyros Larousse Britannica, Athens, 2006
  3. 3.0 3.1 THE ILIOU MELATHRON. Numismatic Museum, Athens. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 15 March 2013
  4. Ιλίου Μέλαθρον. ΑΡΧΕΙΟ ΝΕΟΤΕΡΩΝ ΜΝΗΜΕΙΩΝ. ციტირების თარიღი: 15 March 2013
  5. Ιστορικό. odysseus.culture.gr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 15 March 2013
  6. Touratsoglou, I. Numismatic Museum of Athens, Archaeology and Arts, March 1999 el (PDF). arxaiologia.gr. ციტირების თარიღი: 17 April 2016