ათეისტური სარეკლამო კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავტობუსი ათეისტური ტიპის რეკლამით

ათეისტური სარეკლამო კამპანიადიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე განთავსებული ათეისტური მიმართულების მქონე რეკლამები, რომელიც ევანგელისტური ეკლესიის მიმდევრების ანალოგიური რეკლამის საპასუხოდ განთავსდა.[1]

კამპანია წამოიწყო ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ერიან შერინმა 2008 წლის 21 ოქტომბერს ბრიტანული ჰუმანისტური ასოციაციისა და რიჩარდ დოკინსის მხარდაჭერით.[2] კამპანიის თავდაპირველი მიზანი 5500 ფუნტი სტერლინგის აგროვება იყო, რითიც 2009 წლის დასაწყისში ლონდონის მასშტაბით 30 ავტობუსს გაუშვებდნენ სლოგანით „ყველა ალბათობით ღმერთი არ არსებობს. მორჩით წუხილს, დატკბით ცხოვრებით“.(ინგლ. There’s probably no God. Now stop worrying and enjoy your life)

აქციის დაწყებიდან სამ დღეში £100 000-მდე შეგროვდა, რის საშუალებითაც შეძლეს კამპანიის წარმოება მთელი ბრიტანეთის მასშტაბით. აქცია 2009 წლის 6 იანვარს დაიწყო — დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 800 ავტობუსი გაუშვეს. ამასთან ერთად, დაიგეგმა ლონდონის მეტროში ცნობილი ათეისტების ციტატების გამოსახულებიანი 1000 სარეკლამო დაფის განთავსება და ოქსფორდ-სტრიტზე ორი LCD მონიტორის დამონტაჟება, რომლებზეც კამპანიის მხარდამჟერი სარეკლამო რგოლები გავიდოდა.[3]

ანალოგიური კამპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული კამპანიით შთაგონებულმა, ამერიკის ჰუმანისტურმა ასოციაციამ ანალოგიური აქცია განახორციელა ვაშინგტონშიც 2008 წლის ნოემბერში, სლოგანით: „რატომ გჯერათ ღმერთის? უბრალოდ იყავით გულმოწყალე სიკეთის სახელით.“[4] ორგანიზაცია „Freedom From Religion Foundation“-მა საავტობუსო კამპანია აშშ-ში სხვადასხვა ათეისტური ციტატებით 2009 წლის თებერვალში განახორციელა.[5]

ავსტრალია და ოკეანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია „Atheist Foundation of Australia“ შეეცადა საავტობუსო კამპანიის განხორციელებას სლოგანით: „ათეიზმი — გონების ზეიმი“, თუმცა სარეკლამო სააგენტომ აქციის ჩატარებაზე უარი განაცხადა.[6]

მოგვიანებით, ტასმანიის ჯგუფი შეეცადა ანალოგიური აქციის ჩატარებას, მაგრამ აქაც სარეკლამო სააგენტომ, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო, უარი განაცხადა.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შერინი, ერიან. ; Heather, Ron (2009-01-17) I Can’t Think Up Yet Another Bus Pun Headline… en. Atheist Campaign. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-28. წაკითხვის თარიღი: 2009-01-19.
  2. ავტობუსების კამპანია ინგ.. ბრიტანული ჰუმანისტური ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-28. წაკითხვის თარიღი: 2009-01-19.
  3. Beckford, Martin. (2009-01-08) Atheist buses denying God's existence take to streets en. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-28. წაკითხვის თარიღი: 2009-01-19.
  4. 'Why Believe in a God?' Ad Campaign Launches on D.C. Buses en. Fox News (2008-11-12). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-28. წაკითხვის თარიღი: 2009-01-19.
  5. Freedom From Religion Foundation(ინგლისური)
  6. Atheists snubbed in ad knock-back en. ABC News (Australia) (2008-11-26). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-28. წაკითხვის თარიღი: 2009-01-07.
  7. Beckford, Martin. (2009-01-07) Atheist bus: 'Sleep in on Sunday morning' adverts banned en. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-28. წაკითხვის თარიღი: 2009-01-07.