ათბაშის ქვაბული
იერსახე
| ათბაშის ქვაბული | |
|---|---|
| ყირგ. Ат-Башы өрөөнү | |
| კოორდინატები: 41°09′ ჩ. გ. 75°46′ ა. გ. / 41.150° ჩ. გ. 75.767° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 2000–2400 მ |
| სიგრძე | 120 კმ |
| სიგანე | 20 კმ |
| ჰიდროგრაფია | მდ. ათბაში და ყარაქოიუნი |
| აგებულება | ნეოგენური და ანთროპოგენური ნალექები |
| ლანდშაფტი | ნახევრად უდაბნო, ველი |
ათბაშის ქვაბული (ყირგ. Ат-Башы өрөөнү) — მთათაშორისი ქვაბული შიდა ტიან-შანის სამხრეთ ნაწილში, ყირგიზეთში. მდებარეობს მდინარე ნარინის სამხრეთით. ტერიტორია ირწყვება მდინარე ათბაშითა და მისი მარცხენა შენაკადით — ყარაქოიუნით. გადაჭიმულია დასავლეთ–სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთ–ჩრდილო-დასავლეთით. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოფარგლულია ათბაშის ქედით, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან — ბაიბიჩეთაუს, ნარინთაუს და სხვა ქედებით. სიგრძე 120 კმ, სიგანე 20 კმ, სიმაღლე 2000–2400 მეტრი. აგებულია ნეოგენური და ანთროპოგენური ნალექებით. გავრცელებულია ნახევრად უდაბნოს და ველის ლანდშაფტები; განვითარებულია სარწყავი და ურწყული მიწათმოქმედება.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Атбашинская котловина // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.