ათასწლიანი შავარდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ათასწლიანი შავარდენი (ინგლ. Millennium Falcon) — კოსმოსური ხომალდი ვარსკვლავური ომების სერიაში. მისი პილოტია ჰან სოლო, კონტრაბანდისტი (ჰარისონ ფორდი), რომელიც ხომალდის მფლობელია ჩუბაკასთან (პიტერ მეიჰიუ) ერთად.

კორელიანური საინჟინრო კორპორაციის მიერ მოდიფიცირებული YT-1300-ს ტიპის ეს ხომალდი პირველად ჩნდება 1977 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები და ქრონოლოგიის შემდეგ ფილმებშიც. იგი აგრეთვე ნაწილობრივ ჩნდება 2005 წლის ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება. გარდა ამისა, იგი ვარსკვლავური ომების სამყაროს სხვა დაკავშირებული პროდუქციის მონაწილეა - წიგნების, კომიქსების და თამაშების. ჯეიმზ ლუსენომ მას მიუძღვნა წიგნი ათასწლიანი შავარდენი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Millennium Falcon Week Begins!. Lucasfilm (October 20, 2008). ციტირების თარიღი: October 21, 2008.