შინაარსზე გადასვლა

ათანასიოს პლევრისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათანასიოს პლევრისი
ბერძ. Θάνος Πλεύρης
დაბადების თარიღი 21 მაისი, 1977(1977-05-21) (48 წლის)
დაბადების ადგილი ათენი
მოქალაქეობა  საბერძნეთი
განათლება ათენის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
მამა Konstantinos Plevris
დედა Niki Lytra

ათანასიოს „თანოს“ პლევრისი (ბერძ. Αθανάσιος "Θάνος" Πλεύρης, დ. 21 მაისი, 1977, ათენი) — ბერძენი პოლიტიკოსი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი კირიაკოს მიცოტაკის პირველ მთავრობაში (2021-2023)[1] პლევრისს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც რადიკალურად მემარჯვენე და ისლამოფობიურ ხმას ბერძნულ პოლიტიკაში.[2][3][4] იგი არის უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებების მქონე მწერლის, კონსტანტინოს პლევრისის ვაჟი.

თანოს პლევრისი დაიბადა 1977 წლის 21 მაისს, ათენში. მან დაამთავრა სამედიცინო სამართალი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და კრიმინალური სამართალი ათენის უნივერსიტეტში.[5] ადვოკატის რანგში წარმოადგენდა რვა პოლიციელის ინტერესს, რომლებიც ზაკ კოსტოპოულოსისადმი სასტიკ მოპყრობაში იყვნენ ბრალდებულნი.[6] სამხედრო სამსახური დაასრულა სერჟანტის წოდებით 32-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში.[7]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად არჩეული იქნა საბერძნეთის პარლამენტში ულტრაკონსერვატიული პარტიის — „სახალხო მართლმადიდებელი მოწოდება“ — სახელით 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.[8] მოგვიანებით, 2009 წლის ივნისში, არჩეული იქნა ევროპარლამენტის წევრად,[9] თუმცა იმავე წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად დაბრუნდა ეროვნულ პარლამენტში. 2012 წელს, როდესაც პარტიამ „სახალხო მართლმადიდებელი მოწოდება“, მაისის არჩევნებზე ვერ გადალახა 3%-იანი საარჩევნო ბარიერი, პლევრისი შეუერთდა პარტია „ახალ დემოკრატიას“.[10]

ათანასიოს პლევრისი, ათენში 2014 წლის მაისში გამართული მუნიციპალური არჩევნების შედეგად, არჩეული იქნა ქალაქის საბჭოში,[11] ხოლო იმავე წლის ნოემბერში, მესამედ გახდა პარლამენტის წევრი — დიმიტრის ავრამოპულოსის ჩანაცვლებით,[12] რომელმაც ევროპულ კომისიაში მუშაობის გამო უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე. პლევრისი ვერ იქნა გადარჩეული 2015 წლის იანვრისა და სექტემბრის არჩევნებზე, თუმცა 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოში.[13] 2021-2023 წლებში იკავებდა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პოსტს კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობაში.[14]

ის ცნობილია, როგორც უკიდურესად მემარჯვენე ფიგურა საბერძნეთის პოლიტიკაში, ხოლო ზოგიერთი მისი შეხედულება რასისტულად განიხილება.[15][16] 1990-იან წლებში, სწავლის პერიოდში, მონაწილეობდა ნაციონალისტურ აქციებში და, სულ მცირე, ერთხელ დაფიქსირდა კამერით, როცა „ოქროს დაისის“ (ბერძ. Χρυσή Αυγή) მხარდამჭერებთან ერთად თურქულ დროშებს წვავდა.[17] არალეგალურ იმიგრაციასთან საბრძოლველად, პლევრისმა განაცხადა, რომ მიგრანტებისთვის უნდა შეიზღუდოს წვდომა საკვებზე, წყალსა და სამედიცინო მომსახურებაზე, რათა საბერძნეთში ცხოვრების პირობები მათთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდეს, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში.[18]

2019 წელს, როცა წარმოადგენდა[19] მამამისს სასამართლოში, ამტკიცებდა, რომ კონსტანტინოს პლევრისის საჯარო სურვილი, დაებრუნებინათ ნაცისტები და გაეხსნათ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკები, არ უნდა ჩაითვალოს სიძულვილის გაღვივებად ან წაქეზებად საბერძნეთის კანონმდებლობის მიხედვით.[20] 2021 წელს, როცა ათანასიოს პლევრისი დანიშნეს ჯანმრთელობის მინისტრად, მისი წარსულში გაკეთებული კომენტარები და განცხადებები კვლავ გამოჩნდა მედია სივრცეში, რითიც მძაფრი რეაქცია გამოიწვია საბერძნეთის ებრაული თემების ცენტრალური საბჭოს მხრიდან.[1] მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოითქვა შეშფოთება პლევრისის ჯანმრთელობის მინისტრად დანიშვნის თაობაზე, რაც კაბინეტის გადახალისების შედეგად მოხდა. მოგვიანებით, პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ სრულად სცემს პატივს ჰოლოკოსტის მსხვერპლებს და გმობს ანტისემიტიზმს.[21]

2021 წლის ივლისში მან გამოაქვეყნა მიმოხილვითი სტატია, სადაც გამოთქვა წინააღმდეგობრივი მოსაზრებები სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.[20][22] ჯანმრთელობის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ზოგიერთმა მისმა წარსულმა კომენტარმა, რომელიც სამეცნიერო მიდგომებსა და ვაქცინაციის სტრატეგიებს ეხებოდა, კვლავ მიიქცია ყურადღება და ზოგი მათგანი „ანტივაქსერულად“ შეფასდა.[23][24]

  1. 1.0 1.1 Jewish community seeks apology from newly appointed minister. eKathimerini.com. ციტირების თარიღი: 2021-09-04
  2. Boukala, Salomi (2021-06-08). 'We need to talk about the hegemony of the left': The normalisation of extreme right discourse in Greece“. Journal of Language and Politics (ინგლისური). 20 (3): 361–382. doi:10.1075/jlp.19053.bou. ISSN 1569-2159. S2CID 233973202.
  3. Vasilopoulou, Sofia; Halikiopoulou, Daphne (2013-12-01). „In the Shadow of Grexit: The Greek Election of 17 June 2012“. South European Society and Politics. 18 (4): 523–542. doi:10.1080/13608746.2013.779784. ISSN 1360-8746. S2CID 154539450.
  4. (2018) {{{title}}}. ISBN 978-1-315-10195-8. 
  5. Βιογραφικά Στοιχεία. ციტირების თარიღი: 2021-09-04
  6. „Police officers' lawyer complains over leak from Kostopoulos inquiry“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-27. ციტირების თარიღი: 2022-04-27.
  7. Bio page from Plevris' official web site
  8. Χορεύοντας με τη σκληρή ακροδεξιά... (2007-10-14). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  9. Ευρωεκλογές - Ελλάδα: Ιστορική αναδρομή από το 1981 έως το 2014 (2019-05-25). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  10. New Greek health minister apologises for previous Holocaust remarks (2021-09-02). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  11. Καφετζόπουλος, Καρύδης, Ουρανία Μιχαλολιάκου, Πλεύρης στο δημοτικό συμβούλιο της Αθήνας (2014-05-29). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  12. Ex-LAOS MP Plevris takes parliamentary seat left vacant by EU commissioner Avramopoulos. ციტირების თარიღი: 2021-09-04
  13. ΠΟΛΙΤΙΚΑ ΝΕΑ | ΕΚΛΟΓΕΣ 2019 | ΥΠΟΨΗΦΙΟΙ | ΨΗΦΟΔΕΛΤΙΑ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-27. ციტირების თარიღი: 2021-09-04
  14. Greece appoints health minister who defended his father's desire to see Jews in Auschwitz (2021-09-02). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  15. Μα, αλήθεια τώρα, έκαναν αυτόν τον άνθρωπο υπουργό Υγείας; | LiFO (2021-09-03). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  16. Θάνος Πλεύρης / Ένας αντιεμβολιαστής, ρατσιστής και ομοφοβικός στο υπουργείο Υγείας (2021-08-31). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  17. Πλεύρης / Όταν διαδήλωνε μαζί με τους ναζί της Χρυσής Αυγής (2020-10-10). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  18. Kostas Savvopoulos (2019-04-11). „Borders cannot be defended without dead (in Greek)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-17. ციტირების თარიღი: 2019-08-17.
  19. Dancing with Greece's extreme right. ციტირების თარიღი: 2021-09-04
  20. 20.0 20.1 It's OK to Want to Exterminate People, Greece's New Health Minister Once Argued (2021-09-02). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  21. New Greek health minister apologizes over Holocaust remarks (2021-09-01). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  22. New Greek health minister apologizes over Holocaust remarks (2021-09-01). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  23. Ανασχηματισμός: Ο Πλεύρης στο πόστο του Κικίλια - Το βίντεο για τα εμβόλια που 'ξέθαψε' ο ΣΥΡΙΖΑ (2021-09-01). ციტირების თარიღი: 2021-09-04
  24. Θάνος Πλεύρης: Οι προτροπές για νεκρούς μετανάστες και το αντιεμβολιαστικό κρεσέντο (2021-08-31). ციტირების თარიღი: 2021-09-04