ათათურქის ხიდი
| ათათურქის ხიდი თურქ. Atatürk Köprüsü | |
|---|---|
|
ათათურქის ხიდის ხედი გალათას კოშკიდან | |
| 41°01′27″ ჩ. გ. 28°57′55″ ა. გ. / 41.02417° ჩ. გ. 28.96528° ა. გ. | |
| ქვეყანა |
|
| ადგილმდებარეობა | ფათიჰი, სტამბოლი, თურქეთი |
| ისტორიული სახელწოდება | უნქაფანის ხიდი |
| გამოყენების სფერო |
საავტომობილო საფეხმავლო |
| გადებულია | ოქროს რქა |
| სიგრძე | 477 მ |
| სიგანე | 25 მ |
| გახსნის თარიღი | 1836 |
ათათურქის ხიდი (თურქ. Atatürk Köprüsü), ასევე ძველი სახელით უნქაფანის ხიდი (თურქ. Unkapanı Köprüsü) — ხიდი სტამბოლში, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ქალაქის ისტორიულ ნახევარკუნძულს (ფათიჰის რაიონი) და ბეიოღლუს რაიონს. კერძოდ, ერთმანეთთან აკავშირებს ფათიჰის რაიონში მდებარე უნქაფანის ქიუჩიუქფაზარის და ბეიოღლუს რაიონში მდებარე აზაფქაფის კვარტალს. წარმოადგენს აქსარაის კვარტლიდან დაწყებული უნქაფანამდე გაგრძელებული ათათურქის ბულვარის ნაწილს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნქაფანის ხიდი თავდაპირველად 1836 წელს, მთლიანად ხის კონსტრუქციით, მაჰმუდ II-ის მმართველობის დროს, მისი მეუღლის „ბეზმიალემ ვალიდე სულთანის“ მიერ აშენდა.
სხვა ხიდებისგან განსხვავებით, ხიდზე გადასვლა სრულად უფასოდ იყო, რაც იმ პერიოდში უჩვეულო ფაქტს წარმოადგენდა და ამიტომ ხალხი მას „ჰაირატიეს ხიდს“ (Hayratiye Köprüsü) უწოდებდა. კიდევ ერთი ალტენრატიული სახელი „ებრაული ხიდი“ იყო, რაც იმ კვარტლის მაცხოვრებლებთან დაკავშირებულია.[1]
ისევ ხის პონტონებზე ასაშენებელ ხიდზე პასუხისმგებლობა მაშინდელ დიდ ადმირალ აჰმედ ფევზი ფაშას დაევალა. ოქროს რქის გემთსაშენ ქარხანაში ფევზი აჰმედ ფაშას ხელმძღვანელობით აშენებული „უნქაფანის ხიდი“ 400 მეტრის სიგრძისა და 10 მეტრის სიგანის იყო. ხიდი, ბოსფორიდან და მარმარილოს ზღვიდან შემოსულ გემებს ხელი რომ არ შეეშალა გადაკვეთაში, ასაწევი იყო. ხიდის გახსნის ცერემონიას პირადად სულთანი მაჰმუდ II ხელმძღვანელობდა, რომელიც ხიდი თავიდან ბოლომდე ცხენზე ამხედრებული გადაკვეთა.
1875 წელს, 135 ათასი ოქროს მონეტის ღირებულების შეთანხმების შედეგად, ფრანგულმა კომპანიამ ხის ხიდის ნაცვლად ლითონის ხიდი ააგო. ახალი ხიდი, 780 მეტრი სიგრძისა და 18 მეტრი სიგანის იყო და 1912 წლამდე იმუშავა.
1912 წელს კი ლითონის ხიდი დაშალეს და მის ნაცვლად მესამე ემინენიუ-ქარაქიოის ხიდი ააგეს, რომელსაც „გალათას ხიდი“ ეწოდა. 1936 წელს მომხდარმა ძლიერმა ქარიშხალმა ეს ხიდიც დაანგრია და მის ადგილას დღეს არსებული „ათათურქის ხიდი“ აშენდა. აშენებული პირველი ხიდის მსგავსად, ათათურქის ხიდიც ხისგან არის დამზადებული და ლითონის კონსტრუქციით გამაგრებული. 24 პონტონზე აგებული ამ ხის ხიდის ზედაპირი 1954 წელს ასფალტით დაიგო. 470 მეტრი სიგრძისა და 25 მეტრი სიგანის ხიდი დღემდე ემსახურება მოსახლეობას.
ოქროს რქის ქვეშ დაგეგმილი გვირაბის პროექტის შემდეგ, რომლის დასრულებაც 2018 წელს იყო დაგეგმილი, გამოცხადებული იყო ხიდის დაინგრევა.[2] თუმცა, ეს პროექტი არ განხორციელდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Arşivlenmiş kopya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17-01-2014. ციტირების თარიღი: 17-01-2014.
- ↑ Haliç'e tüp geçit geliyor. Milliyet (28-01-2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29-01-2016. ციტირების თარიღი: 29-01-2016.