აზრა კოჰენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზრა კოჰენი
დაბადების თარიღი 1979
დაბადების ადგილი იზმირი, თურქეთი
საქმიანობა ავტორი
მოქალაქეობა  თურქეთი
საიტი akilah.co

აზრა აკილაჰ კოჰენი (თურქ. Azra "Akilah" Kohen; დ. 1979, იზმირი, თურქეთი) — თურქი მწერალი, რომელიც ცნობილია თავისი რომანებით. პირველი რომანი „Fi“ მეტსახელით აკილაჰით გამოქვეყნების შემდეგ, მეორე და მესამე რომანი, „Çi“ და Pi“ ნამდვილი სახელით, აზრა კოჰენით გამოაქვეყნა.

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზრა კოჰენი, მანდვილი სახელით „აზრა სარიზეიბეკი“ 1979 წელს, თურქეთის ქალაქ იზმირში დაიბადა.[1] სტამბოლის უნივერსიტეტის საკომუნიკაციო ფაკულტეტის რადიოს, ტელევიზიისა და კინოს მიმართულების დასრულების შემდეგ, კოჰენმა სწავლა კანადის ოტავის უნივერსიტეტში გააგრძელა. განათლების მიმართ თავისი დამოკიდებულება კოჰენმა ერთ-ერთი რეპორტაჟში შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ამ სამყაროზე სწავლისთვის მოვევლინეთ“. ფლობს ინგლისურ და იტალიურ ენებს.[2]

კოჰენის მიერ დაწერილი სამი რომანი „Fi“, „Çi“ და „Pi“ მალე ბესტსელერი გახდა თურქეთში, ხოლო პირველ რომანზე „Fi“-ზე დაყრდნობით ინტერნეტ სერიალი გადაიღეს.[3] 2017 წლის დეკემბერში, კოჰენმა ერთ-ერთ რადიო გადაცემაში განაცხადა, რომ ახალ ორ რომანზე დაიწყო მუშიაობა, სახელად „მნახე“ (თურქ. Gör Beni) და „მომისმინე“ (თურქ. Dinle Beni).[4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს, აზრა კოჰენი სადოკ კოჰენზე დაქორწინდა, 2009 წელს წყვილს ვაჟი შეეძინათ.[5] კოჰენი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვეგეტარიანელი არ არის, თუმცა, შეეცადა რომ გამხდარიყო.[3]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Akilah Azra Kohen kimdir?. Sözcü (21 დეკემბერი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 30 მარტი 2017.
  2. Arman, Ayşe. (16 აგვისტო 2015) Dünyayı değiştirmek için yazdım. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2017.
  3. 3.0 3.1 Şener, Nuri Mertcan. (8 იანვარი 2017) Akilah Azra Kohen: "Akilah ismi aslında...". HaberTürk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 15 მარტი 2017.
  4. Yazarın Dilinden. Radyo Trafik Marmara (22 დეკემბერი 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-31. ციტირების თარიღი: 30 იანვარი 2018.
  5. Akilah Azra Kohen'in çok satan Fi Çi Pi kitap üçlemesinden uyarlanan aynı isimdeki diziye sürpriz bir isim daha katılıyor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-23. ციტირების თარიღი: 2017-03-23.