აზოვის სამხედრო ფლოტილიის მეზღვაურთა ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზოვის სამხედრო ფლოტილიის მეზღვაურთა ძეგლი
Памятник морякам Азовской военной флотилии
კოორდინატები 47°06′16″N 39°28′37″E / 47.1045° ჩ. გ. 39.477° ა. გ. / 47.1045; 39.477
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია
არქიტექტორი ა. ივანოვი, გ. სტულცევი
მასალა ბრინჯაო
დასრულების თარიღი 1975
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100230000

აზოვის სამხედრო ფლოტილიის მეზღვაურთა ძეგლი (რუს. Памятник морякам Азовской военной флотилии) — ერთ-ერთი მონუმენტი ქალაქ აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი აღმართეს 1975 წლის მაისში სამდინარო სადგურთან. წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზოვის სამხედრო ფლოტილიის მეზღვაურთა ძეგლი მდებარეობს ისტორიული ქალაქ აზოვის ცენტრალურ რაიონში, მდინარე დონის ნაპირზე სამდინარო სადგურთან ახლოს. ძეგლი წარმოდგენილია კატერის სახით, რომელიც დგას კვარცხლბეკზე. ძეგლი აღმართეს 1975 წელს სახალხო დეპუტატთა საბჭოს ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 680 დღის განმავლობაში ქალაქი აზოვი გერმანული ოკუპაციის ქვეშ იყო. 1941 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის ივლისამდე აზოვში იმყოფებოდა აზოვის სამხედრო ფლოტილიის დონის დანაყოფი. დანაყოფი იცავდა დონის შესართავსა და ტაგანროგის ყურეს. დონის დანაყოფის შემადგენლობაში იყო ჯავშანმატარებელი № 10 „За Родину“, მდინარის კანონერების ნავები, საპატრულო კატარღების დივიზია, სანაპირო ბატარეა № 661, 40-ე საარტილერიო დივიზია. აზოვის სამხედრო ფლოტილიის მეზღვაურებს შორის იყო საბჭოთა კავშირის გმირი ცეზარ კუნიკოვი.

აზოვის სამხედრო ფლოტილიის მეომრებმა 1943 წლის 30 აგვისტოს ტაგანროგის რაიონში გადასხეს საზღვაო დესანტი. მეზღვაურები თავიანთი მოქმედებებით მონაწილეობდნენ ქალაქის გათავისუფლებაში, მოძრაობდნენ მცირეტონაჟიანი გემებით დონის დელტის შენაკადებში ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ. მას შემდეგ რაც აზოვი და აზოვისპირეთი დაიპყრო გერმანიამ აზოვის სამხედრო ფლოტილია გადვიდა შავი ზღვის სანაპიროსკენ ქალაქ ნოვოროსიისკის მახლობლად.

ომის წლებში აზოვის სამხედრო ფლოტილიის 1 500 მეზღვაური დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირის გმირები. ომის შემდეგ აზოვის № 3 სკოლის შესასვლელთან დადგეს სსრკ-ის გმირის ცეზარ ლვოვის ძე კუნიკოვის ბიუსტი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი წარმოადგენს გრძელ ტორპედოიან ნავს, რომელიც დგას ბეტონის მაღალ კვარცხლბეკზე. მსგავსი კატერებით იბრძოდნენ დონის დანაყოფის მეღვაურები. ძეგლის არქიტექტორები არიან ა. ივანოვი და გ. სტულცევი.

ძეგლის კვარცხლბეკზე არის წარწერა:

ვიკიციტატა
„На вечный якорь у берега Тихого Дона ты в память поставлен о грозных, суровых боях Азовской военной флотилии в 1941-1942 годах“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Михайлушкин П. Морякам Азовской военной флотилии/П. Михайлушкин //Красное Приазовье. – 1984. – 1 августа
  • Чумак, Т. Героическим морякам. Газ. Читай-Азов. 2008. – 5 августа.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]