აზიხანტროფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზიხანტროფი

აზიხანტროფი (აზერ. Azıxantrop) — ჰომონიდების ოჯახის წარმომადგენელი, რომლის ქვედა ყბის ნაწილი აღმოაჩინილი იქნა აზერბაიჯანელი მეცნიერების მიერ მამედალი ჰუსეინოვის მეთაურობით 1968 წელს აზიხის გამოქვაბულში, აზერბაიჯანის სსრ-ის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ჰადრუთის რაიონის ტერიტორიაზე. მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ პრენეანდერტალელს (უფრო სწორედ პრენეანდერტალელის ჰაიდელბერგის ტიპს).[1]

აზერბაიჯანელი არქეოლოგების ჩანაწერებსა და ანგარიშებში იყო დაშვებული უზუსტობა არქეოლოგიური ფენის შესახებ, სადაც აღმოაჩინეს ყბა, და ამის შედეგად ნამარხების დათარიღება მოიცავს პერიოდს ძვ. წ. 450 ათასიდან 50 ათას წლამდე. რადიონახშირბადის ანალიზის მონაცემები დღემდე არ არის ცნობილი, რადგან ანალიზის ეს მეთოდი 40–50 ათას წელზე მეტი ხნის ნახშირბადის შემცველი მასალის ასაკის განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა. მიიჩნევა, რომ აღმოჩენილი ყბა ეკუთვნოდა 18–22 წლის ქალბატონს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Henry de Lumley - L'Homme premier", Odile Jacob, 1998
  2. М. М. Гусейнов – Древний палеолит Азербайджана, Баку, 1985