აზია ი აფრიკა სეგოდნია (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აზია ი აფრიკა სეგოდნია (რუს. «Азия и Африка сегодня» „აზია და აფრიკა დღეს“) გამოდის 1957 წლის მარტიდან (1961 წლამდე გამოდიოდა სახელწოდებით („სოვრემენნი ვოსტოკ“ «Современный Восток» „თანამედროვე აღმოსავლეთი“).

აზია ი აფრიკა სეგოდნია აქვეყნებს სტატიებს, წერილებს და მიმოხილვებს აზიისა და აფრიკის ქვეყნების არაოდენ ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა საკითხებზე, არამედ დღევანდელობის არაერთ შიდა პრობლემაზე. ჟურნალში იბეჭდება რეცენზიები, კორესპონდენციები და სხვა მასალები საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და სოციალურ პროცესებზე, აგრეთვე კულტურასა და ხელოვნებაზე.

როგორც წესი, სტატიების ავტორებად გვევლინებიან აფრიკისა და აზიის შესაბამისი ქვეყნების, ან რეგიონების დარგებში მომუშავე სპეციალისტები, დოქტორები, პროფესორები.

2007 წელს ჟურნალის დაარსებიდან 50 წელი შესრულდა და გამოვიდა მისი მე-600 ნომერი. ჟურნალის დარგის წამყვან პერიოდიკად ითვლება არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჟურნალი იბეჭდება 80 გვერდზე.

გამომცემელი: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (Институт востоковедения РАН) მთავარი რედაქტორი: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა. მ. ვასილიევი (А. М. Васильев)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი (მოსკოვი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]