აზია არჯენეტო
| აზია არჯენეტო | |
|---|---|
| იტალ. Asia Argento | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1975[1] (50 წლის) |
| დაბადების ადგილი | რომი |
| საქმიანობა | კინორეჟისორი[2] [3] , მსახიობი[4] , დისკ-ჟოკეი, მომღერალი[5] , სცენარისტი[6] [7] , მოდელი, მწერალი, კინომსახიობი[6] [8] [4] , ტელეწამყვანი, გამხმოვანებელი[9] და აქტივისტი |
| მოქალაქეობა |
|
| ჟანრი | ელექტრონული მუსიკა |
| Magnum opus | Bits and Pieces |
| ჯილდოები | David di Donatello for Best Actress, David di Donatello for Best Actress, Q3870556?, Ciak d'oro - Best Lead Actress, Q3772364?, Q3772372? და Grolla d'oro for Best Leading Actress |
| მეუღლე | Michele Civetta[11] |
| პარტნიორ(ებ)ი | ენტონი ბურდენი[12] და Morgan[13] |
| შვილ(ებ)ი | Anna Lou Castoldi |
| ნათესავ(ებ)ი | Claudio Argento და Salvatore Argento |


აზია არია ანა მარია ვიტორია როსა არჯენტო (იტალ. Asia Aria Anna Maria Vittoria Rossa Argento, დ. 20 სექტემბერი, 1975) — იტალიელი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი და მომღერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიელი კინორეჟისორის, დარიო არჯენტოსა და მსახიობ დარია ნიკოლოდის ქალიშვილი.
მსახიობობა ცხრა წლიდან დაიწყო ტელეფილმებში. 1992 წელს არჯენტო მონაწილეობდა მიკელე პლაჩიდოს ფილმში „გულითადი მეგობრები“. მომდევნო წელს ის გამოჩნდა მამის, დარიო არჯენტოს ფილმში „ტრავმა“. 1994 წელს კარლო ვერდონეს ფილმში „მოდით, აღარ შევხვდეთ“ (Perdiamoci di vista!) შესრულებული როლისთვის, არჯენტომ იტალიის ეროვნული კინოპრემია „დავიდ დი დონატელო“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა. ერთი წლის შემდეგ მან შარლოტ დე სოვის როლი შეასრულა სკანდალურ ფილმში „დედოფალი მარგო“. მეორედ არჯენტო დაჯილდოებული იყო 1997 წელს პიტერ დელ მონტეს ფილმისთვის „მგზავრი“.
1994 წელს აზია არჯენტომ რეჟისორობა სცადა — მან გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „Prospettive“ და „A ritroso“. 1996 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი მისი მამის, დარიო არჯენტოს შესახებ. 1998 წელს არჯენტომ გადაიღო ფილმი აბელ ფერარას შესახებ, რომელმაც რომის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო. ამავე წლიდან მან დაიწყო მონაწილეობა ამერიკულ კინოში — მისი პირველი როლი იყო აბელ ფერარას ფილმში „სასტუმრო ახალი ვარდი“.
2000 წელს გამოვიდა აზია არჯენტოს პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მეწამული დივა“, სადაც მან მთავარი როლიც თავად შეასრულა. ეს დრამატული ფილმი ეროტიკული ელემენტებით მოგვითხრობს 24 წლის კინოს ვარსკვლავზე — ანა ბატისტაზე, რომლის ცხოვრება ურთიერთობებისა და წვეულებების უწყვეტი ციკლია. ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც ანა ნამდვილ სიყვარულს პოულობს.
2004 წელი აზია არჯენტოსთვის აღინიშნა მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმით — ამერიკელი ავტორის ჯეი თი ლეროის სკანდალური ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაციით „წიწილები“. ფილმი მოგვითხრობს 6 წლის ბიჭუნა ჯერემის მძიმე ბედზე, რომელიც ცხოვრობს მეძავ დედასთან ერთად. ამ როლს თავად არჯენტო ასრულებს. მისი გმირი უპასუხისმგებლო ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად იცვლის საყვარლებს და ექსპერიმენტებს ატარებს ნარკოტიკებთან. მისი ერთ-ერთი საყვარლის როლი შეასრულა ამერიკელმა შოკ-როკერმა მერილინ მენსონმა. ფილმში ასევე მონაწილეობენ პიტერ ფონდა, ორნელა მუტი და ვაინონა რაიდერი.
2006 წელს აზია არჯენტო მიიწვიეს ქალბატონ დიუბარის როლზე სოფია კოპოლას ფილმში „მარია ანტუანეტა“.
2014 წელს გამოვიდა არჯენტოს კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი — „გამიგე, თუ შეძლებ“. ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე სახელად არია, რომლის ექსცენტრიული მშობლები მუდმივად ჩხუბობენ და შვილს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ფილმის მუსიკაზე იმუშავა ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ „Placebo“-ს ლიდერმა ბრაიან მოლკომ, რომელთანაც რამდენიმე წლით ადრე აზიამ შეასრულა სერჟ გენსბურის ცნობილი სიმღერა „Je t’aime… moi non plus“. არჯენტო ასევე ავტორია მოთხრობებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია იტალიურ ჟურნალებში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზია არჯენტოს თქმით, 1996 წელს მასზე სექსუალურად იძალადა ცნობილმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა. ეს ფაქტი მან შემდგომში ასახა 2000 წელს საკუთარ ფილმში „მეწამული დივა“. ძალადობაზე არჯენტომ მაშინ არ ისაუბრა, რადგან იმ პერიოდში იღებდა მონაწილეობას მთავარ როლში ფილმში „B. Monkey“, რომლის პროდიუსირებასაც სწორედ ვაინშტაინის კომპანია ახორციელებდა.
მისი პირველი შვილი, ანა ლუ, დაიბადა 2001 წელს. გოგონას მამა იტალიელი როკ-მუსიკოსი მარკო კასტოლდი (ჯგუფ Bluvertigo-ს სოლისტი), რომელიც მეტსახელით მორგანითაა ცნობილი. აზიამ თავისი ქალიშვილს თავისი დაღუპული დის, ანა კეროლის სახელი დაარქვა, რომელიც მოტოციკლით ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
აზია არჯენტო 2008 წლის 27 აგვისტოს ქალაქ არეცოში დაქორწინდა რეჟისორ მიშელ ჩივეტზე.[14] მათი ვაჟი, ნიკოლა ჯოვანი, იმავე წელს დაიბადა რომში . წყვილი 2013 წელს დაშორდა. არჯენტო და მისი შვილები ცხოვრობენ ვინია-კლარაში, რომის ჩრდილოეთით.
2017 წლის დასაწყისში რამდენიმე იტალიურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჯენტო ურთიერთობაში იყო ცნობილი შეფ-მზარეულთან, ენტონი ბურდენთან. ბურდენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 2018 წლის 8 ივნისს საფრანგეთის ქალაქ კაიზერსბერგ-ვინიობლეში, ზემო რეინის დეპარტამენტში.
აზია არჯენტოს დაძაბული ურთიერთობა აქვს ჰოლივუდის მრავალი ვარსკვლავთან. განსაკუთრებით კონფლიქტური ურთიერთობა აქვს ჯენიფერ ენისტონთან, რომელსაც არჯენტო ადანაშაულებს იმაში, რომ მან არ მისცა ნებართვა თავის მაშინდელ ქმარს, ბრედ პიტს, მონაწილეობა მიეღო არჯენტოს ფილმში — ეჭვობდა მის შესაძლო ღალატში. ერთ-ერთ შეხვედრაზე აზიამ ჯენიფერს ღვინის ჭიქა ესროლა.[14]
რეჟისორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2000 — მეწამული დივა / Scarlet Diva
- 2004 — წიწილები / The Heart Is Deceitful Above All Things
- 2014 — გამიგე, თუ შეძლებ / Misunderstood
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ GeneaStar
- ↑ LUMIERE — 2000.
- ↑ https://seventh-row.com/a-history-of-women-directors-at-the-cannes-film-festival/
- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #136085067 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Discogs — 2000.
- 1 2 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ AllRovi — 1994.
- ↑ Blanc J. AlloCiné — 1993.
- ↑ Deutsche Synchronkartei — 1997.
- ↑ საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1994.
- ↑ https://web.archive.org/web/20180820234811/https://www.diredonna.it/asia-argento-si-e-separata-da-michele-civettta-1637536.html
- ↑ https://www.huffpost.com/entry/anthony-bourdain-asia-argento_n_591c8d3ce4b034684b08d716
- ↑ https://web.archive.org/web/20071024153826/http://swindlemagazine.com/issueicons/asia-argento/
- 1 2 Интервью Азии Ардженто журналу EGO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-11. ციტირების თარიღი: 2010-09-07