აზერბაიჯან გადინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აზერბაიჯან გადინი“
ენა აზერბაიჯანული, რუსული
პუბლიკაციის დეტალები
ქვეყანა აზერბაიჯანი
დაფუძნდა 1923

„აზერბაიჯან გადინი“ (აზერ. Azərbaycan Qadını; აზერბაიჯანული ენიდან თარგმანში - „აზერბაიჯანის ქალი“) — აზერბაიჯანული ქალთა ჟურნალი, რომელიც დაარსდა 1923 წელს. 1938 წლამდე ატარებდა „შარგ გადინის“ („აღმოსავლეთის ქალი“) სახელწოდებას. ჟურნალი დღემდე გამოდის ბაქოში. ეს არის პირველი ქალთა ჟურნალი აზერბაიჯანში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალის პირველი გარეკანი

ჟურნალის პირველი ნომერი გამოქვეყნდა 1923 წლის ნოემბერში, როდესაც მასობრივი მოძრაობის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა ქალების ემანსიპაციას და მათ ჩართვას ფართო სოციალურ აქტივობებში და სამუშაოებში, მიღებულ იქნა რეზოლუცია დაარსებულიყო ჟურნალი „შარგ გადინი“ - პერიოდული გამოცემა, პირველი მუსულმანურ აღმოსავლეთში, რომელიც ეძღვნებოდა იმ დროს მცხოვრები ქალბატონების აქტუალურ პრობლემებს. ჟურნალის დაარსების დღიდან მასთან აზერბაიჯანული ლიტერატურის მრავალი ცნობილი მოღვაწე თანამშრომლობდა.

ჟურნალი დაარსდა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1923 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით[2].

ჟურნალის პირველი ნომერი შედგებოდა 40 გვერდისგან. იგი გამოიცა 1000 ეგზემპლარად[2].

ჟურნალის რედაქციის წევრები

აზერბაიჯანის ქალთა მოძრაობის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჟურნალის „შარგ გადინის“ გამოცემის დასაწყისი[3]. 1920-იან წლებში მისი რედაქტორი გახდა ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი რევოლუციონერი აინა სულთანოვა.

ჟურნალმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლიტერატურული და მხატვრული აზრის ჩამოყალიბებაში, კულტურის განვითარებაში, ქალებს შორის მწერლებისა და პუბლიცისტების აღმოჩენაში. ამ გაზეთში საკუთარი პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნეს ისეთმა შემდგომში ცნობილმა აზერბაიჯანელმა ქალებმა, როგორებიც იყვნენ შაფიგა ეფენდიზადე, მირვარიდ დილბაზი, ნიგარ რაფიბეილი, ალევია ბაბაევა, ხალიდა ჰასილოვა, აზიზე ჯაფარზადე, ხანიმანა ალიბეილი და სხვები[2].

ჟურნალის რედაქტორი 1931-1937 წლებში გულარა გადირბეკოვა (მარცხენა), ფარი ჰასანოვა 1935 წელს ჟურნალის მდივანი

1938 წელს „შარგ გადინს“ ეწოდა „აზერბაიჯან გადინი“, აქცენტი გაკეთდა რესპუბლიკური მასშტაბის პრობლემებზე, თუმცა ჟურნალი ისევ განაგრძობდა საერთაშორისო თემებზე მასალების გამოქვეყნებას. ამ სახელწოდებით იგი რეგულარულად ქვეყნდება. ჟურნალი უფუნქციოდ იყო 1940-დან 1951-ე და 2001 წლიდან 2009 წლამდე პერიოდებში. ჟურნალი მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან და ნიშანდობლივ მოვლენებს მისი თითქმის საუკუნოვანი არსებობის მანძილზე, რაც მას ისტორიულ გამოცემად აქცევს.

გამოცემის პირველი ნომრები დაიბეჭდა არაბული დამწერლობით. შემდგომ გამოცემებში თანდათანობით გადასვლა დაიწყო ლათინურ ანბანზე, შემდეგ კირილურ ანბანზე. 1990-იანი წლებიდან, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჟურნალი ლათინურ დამწერლობაზე დაფუძნებულ თანამედროვე ანბანზე გადადის.

2009 წლიდან ჟურნალი კვარტალურად გამოდის ორ ვერსიით - აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

პოსტსაბჭოთა პერიოდში ჟურნალის აღორძინება ახალ გვერდს ხსნის მის არსებობაში. 1997 წლიდან მისი მთავარი რედაქტორია ფატმა აბდულაზადე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი[4].

2009 წლიდან ფუნქციონირებდა ჟურნალის ოფიციალური ვებგვერდი. გამოცემის ყველა ნომრის არქივი ინახება მ.ფ.ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]