აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-რუსეთი
Map indicating locations of Azerbaijan and Russia

აზერბაიჯანი

რუსეთი

აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები — მოიცავს აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს.

სამხედრო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 27 თებერვალს, ბაქოში, რუსეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთავრობათშორის ხელშეკრულებას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2006 წლის 4 დეკემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და ურთიერთდახმარების შესახებ. 2002 წლის 25 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გაბალის სარადარო სადგურის სტატუსისა და პირობების გამოყენების შესახებ, (ეს მთავრობათაშორისი ოქმი 2003 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა).

2007 წლის 8 ივნისს, „Heiligendamm“- ის G-8 სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო საკითხი, რომ გამოყენებული იქნას გაბალას სარადარო სადგური, როგორც აშშ-ის მიერ შემუშავებული სარაკეტო თავდაცვის სისტემის ნაწილი. წინადადებას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ იგი კონკრეტულ წვლილს შეიტანს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში.

2008 წლის 29-30 იანვარს მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ. შეთანხმებული სასაზღვრო ხაზი, რომელიც ასახულია სამუშაო ოქმებში, რუქასა და აღწერილ დოკუმენტებში, შეადგენს 301,1 კილომეტრს, რაც ჯამში 336,5 კმ-ის საერთო საზღვრის 90% -ია.

1996 წლის აპრილში გაფორმებული შეთანხმება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო ტერიტორიებზე თანამშრომლობის შესახებ, ძალაში შევიდა 2001 წელს. ასევე იყო შემდეგი შეთანხმებები: „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტერორიზმის წინააღმდეგ“ (თებერვალი 2000 წ.) , „თანამშრომლობის ოქმები“, „მემორანდუმი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ“, და „ტრანზიტზე საქონლის შენარჩუნების“ სფეროებში (2008 წლის ივლისი).

კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობები კულტურასა და განათლებაში სტაბილურად ვითარდება. ორივე ქვეყანამ 2007–2009 წლებში მიიღო ჰუმანიტარულ სფეროში სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობის პროგრამა. 2005 წელი იყო „აზერბაიჯანის წელი“ რუსეთში, ხოლო 2006 წელს აზერბაიჯანში იყო „რუსეთის წელი“; ამ ორი წლის განმავლობაში 110 ქვეყანამ 110 სპეციალური კულტურული ღონისძიება გამართა.

2008 წელს, ბაქოში, შეიქმნა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი. აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში 15 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლიბს რუსული ენას. აზერბაიჯანში 50 -ზე მეტი რუსულიენოვანი გაზეთი და 10 საინფორმაციო სააგენტოა.

ეკონომიკური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია და 2008 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 39,3% -ით და შეადგენდა 2,403 მილიარდ აშშ დოლარს, ექსპორტი გაიზარდა 42,6% -მდე დაახლოებით 1,9911 მილიარდ აშშ დოლარამდე, იმპორტი კი 25,4% -ით და 411,4 მილიონი აშშ დოლარით. მიუხედავად 2007 წლის 1 იანვარს აზერბაიჯანში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტისა, ვაჭრობამ კარგი ტენდენცია შეინარჩუნა და მისი სტრუქტურა განვითარდა არა ძირითადი საქონლის არამედ უფრო დიდი წილისკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Густерин П. Российская империя и Кавказ. — Саарбрюккен: LAP LAMBERT Academic Publishing, 2014. — 64 с. — ISBN 978-3-659-15032-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]