აზერბაიჯან-ნორვეგიის ურთიერთობები
აზერბაიჯანი |
ნორვეგია |
აზერბაიჯანი და ნორვეგია ერთმანეთს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ნორვეგიის სამეფომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1992 წლის 2 იანვარს აღიარა, ხოლო ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა[1].
დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორვეგიის საელჩო აზერბაიჯანში 1998 წელს გაიხსნა, მაგრამ 2018 წელს დაიხურა[2]. 2022 წლის თებერვლიდან კი ნორვეგიის საელჩო ანკარაში ახორციელებს დიპლომატიურ და საკონსულო საქმიანობას.
აზერბაიჯანის საელჩო შვედეთში ერთდროულად აკრედიტირებულია ნორვეგიაშიც.
1997 წლის 7 მარტს აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანსა და ნორვეგიას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისათვის დაარსდა. ჯგუფის ხელმძღვანელია ილტიზამ იუსიფოვი[3].
ამ ქვეყნებს შორის გაფორმებულია 12 საერთაშორისო შეთანხმება.
აზერბაიჯანში 33 ნორვეგიული კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც საქმიანობენ სამრეწველო, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორებში.
Equinor (ყოფილი Statoil) იყო აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის პროექტში მონაწილე აქციონერი და ჩაატარა ნავთობის საბადოების კვლევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 2018 წელს კომპანიამ დაასრულა ყარაბაღის ნავთობისა და გაზის საბადოს შემდგომი კვლევა[4].
2023 წლის დეკემბერში, Equinor-ი ფლობდა აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის აქციების 7,27%-ს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის 8,71%-ს და ყარაბაღის საბადოს 50%-ს.
2023 წლის 22 დეკემბერს Equinor-მა თავისი აქტივები აზერბაიჯანში SOCAR-ს მიჰყიდა. გარიგების პირობები არ გასაჯაროვდა, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ 400 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა, რადგან გაყიდული აქტივები უფრო მეტი ღირდა, ვიდრე მისი გაყიდვის ფასი. წილის გაყიდვა დაკავშირებული იყო კომპანიის ოპტიმიზაციის პროცესთან[5][6].
2024 წელს აზერბაიჯანმა ნორვეგიის ეკონომიკაში 7 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რაც 6,2-ჯერ მეტია 2023 წელთან შედარებით[7].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ НОРВЕГИЯ ПОДДЕРЖИВАЕТ ИНТЕГРАЦИЮ АЗЕРБАЙДЖАНА В ЕВРОАТЛАНТИЧЕСКИЕ СТРУКТУРЫ
- ↑ Посольство Норвегии прекращает деятельность в Азербайджане
- ↑ Рабочая группа по межпарламентским связям Азербайджан - Норвегия
- ↑ Equinor видит прекрасные перспективы Азербайджана как источника нефти и газа мирового класса - интервью с вице-президентом - ВИДЕО
- ↑ Equinor sells Azerbaijan assets, eyes loss of up to $400 mln
- ↑ Норвежская Equinor продала активы в Азербайджане, ждет от сделки убытка в размере до $400 млн
- ↑ Азербайджан увеличил прямые инвестиции в экономику Норвегии в 6,2 раза