აზერბაიჯან-მაროკოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-მაროკოს ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Morocco

აზერბაიჯანი

მაროკო

აზერბაიჯან-მაროკოს ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოს შორის პოლიტიკის, სოციო-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, განათლება, კერძო სექტორი, ტურიზმი, ლოჯისტიკა, ტელეკომუნიკაციები, მშენებლობა და სხვ.[1][2]

დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

მაროკომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1991 წლის 30 დეკემბერს ცნო. მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 აგვისტოს დამყარდა. [1][3]1994 წლის 12 დეკემბერს მაროკოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კასაბლანკაში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს.[3] 1994 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი პირველად ეწვია მაროკოს.[4]

აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი ოფისი მაროკოში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო მაროკოს საელჩო აზერბაიჯანში 2008 წელს გაიხსნა.[5] მაროკოში აზერბაიჯანის ელჩი ოგტაი გურბანოვია, ხოლო მაროკოს ელჩი აზერბაიჯანში - ადილ ამბარჩი.[6][7] 2007 წლის 28 სექტემბერს აზერბაიჯანსა და მაროკოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისია შეიქმნა.[8]

2018 წლის 5 მარტს მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ნასერ ბურითი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. მთავრობათშორისი შეხვედრის დროს რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი, მათ შორის იყო: „შეთანხმება ორმაგი გადასახადებისა და გადასახადებისგან თავის არიდების შემცირების შესახებ“, „მთავრობათშორისი შეთანხმება უსაფრთხოებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“, „პროტოკოლი სარკინიგზო სააგენტოებს შორის თანამშრომლობის შესახებ“, „პროტოკოლი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მაროკოს საზღვაო კვლევების უმაღლეს ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.[9]

2018 წლის 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის საჯარო სამსახურების სახელმწიფო სააგენტოსა და მაროკოს მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა.[10]

აზერაიჯანსა და მაროკოს შორის იურიდიულ ჩარჩოს 20 დოკუმენტი შეადგენს.[8]

ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაროკოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობათა მინისტრი, ნასერ ბოურიტა

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანახმად, 2017 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და მაროკოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 3.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[1] მაროკოს ნავთობის კომპანიები ურთიერთთანამშრომლობენ SOCAR-თან.[11]

კულტურული კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 2-4 მარტს რაბატში აზერბაიჯანული კულტურის ღეები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯან-მაროკოს მეგობრობის საზოგადოება დაარსდა. 2008 წლის მარტში ორ ქვეყანას შორის ინტრკულტურული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.[12]

2009 წლის 16-19 ოქტომბერს მაროკოული კულტურის დღეები გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.[3] აზერბაიჯანული კულტურის დღეებირაბატში კიდევ ერთხელ გაიმართა 2010 წლის 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე.[12] 2011 წლის მარტში აზერბაიჯანისა და მაროკოს ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს მოეწერა ხელი. იმავე წელს, 11-13 ნოემბერს ბაქოში მაროკოული კულტურის დღეები ჩატარდა.[13]

2020 წლის იანვარში აზერბაიჯანის ხალიჩების ეროვნული მუზეუმის დირექტორი, შირინ მელიქოვა მაროკოს ეწვია. ვიზიტისას არაერთი შეხვედრა გაიმართა და ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.[14]

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციების შესაბამისად, მათ შორის: ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვ.[6][15]

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მაროკო აზერბაიჯანს უჭერს მხარს.[6] სამაგიეროდ, აზერბაიჯანის მაროკოს მხარს უჭერს დასავლეთ საჰარის საკითხში.[16]

2012 წლის 21 თებერვალს მაროკოს დედაქალაქ რაბატში ბავშვთა ისლამური განათლების, მეცნეირებისა და კულტურის ორგანიზაციის მინისტრების მეხუთე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ჰიჯრან ჰუსეინოვა დაესწრო. ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ისლამური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, აბდალაზიზ ალ-ტუვაირისთან, რომელზეც ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები: „ახალი სკოლა ახალი აზერბაიჯანისთვის“, „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წვდომის უზრუნველყოფა იმ ადამიანთათვის, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვთ“ და სხვ. განიხილეს.[17]

2018 წლის ივნისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მაროკოს ზავის აღიარების შესახებ. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2018 წლის 24 დეკემბერს.[18]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Азербайджан и Марокко расширят сотрудничество в нескольких ключевых сферах ru-RU (2018-03-06). ციტირების თარიღი: 2020-09-18
  2. Азербайджан и Марокко в I полугодии планируют подписание новых соглашений для расширения сотрудничества – посол в Баку. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  3. 3.0 3.1 3.2 İKİTƏRƏFLİ MÜNASİBƏTLƏR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  4. Между Азербайджаном и Марокко подписаны первые межгосударственные договора ru. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  5. Diplomatic relations between Azerbaijan and Morocco.[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 6.2 Азербайджан и Марокко обсудили военное сотрудничество en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-25. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
  7. Назначен новый посол Марокко в Азербайджане ru. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  8. 8.0 8.1 Morocco. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-11. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  9. Azerbaijan-Morocco.
  10. Official web-site of President of Azerbaijan Republic - NEWS » Receptions en. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  11. Vzglayd.az. Марокко видит перспективы сотрудничества с SOCAR ru. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  12. 12.0 12.1 Узел, Кавказский. В Марокко проходят Дни культуры Азербайджана. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  13. Азербайджан посетили студенты из Марокко en-US (2012-09-06). ციტირების თარიღი: 2020-09-18
  14. Музеем ковра в Марокко подписаны новые документы о сотрудничестве ru. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  15. Welcome to Heydar Aliyevs Heritage Research Center. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  16. Посол Азербайджана в Марокко встретился с главой Палаты представителей страны en-US (2012-03-15). ციტირების თარიღი: 2020-09-18
  17. Государственный комитет Азербайджанской Республики по Проблемам Семьи, Хенщин и Детей - B Рабате (Марокко) состоялась V конференция ответственных министров по вопросам детей Исламской организации образования, науки и культуры (ИСЕСКО) en-US. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  18. Vzglayd.az. Азербайджан присоединился к Марокканскому договору ru. ციტირების თარიღი: 2020-09-18