აზერბაიჯან-თურქული საბჭოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქული საბჭოს წევრი სახელმწიფოები

აზერბაიჯან-თურქული საბჭოს ურთიერთობები — მოიცავს აზერბაიჯანსა და თურქულ საბჭოს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელიც დაიწყო 2009 წლიდან, და გრძელდება დღემდე[1]

ვაჭრობა, ინვესტიცია და ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილება, როგორც მთავარი სფერო. თურქული საბჭო ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვვნელობას და აწყობს რიგ შეხვედრებსა და ღონისძიებებს, სხვადასხვა საკითხების გაუმჯობესების მიზნით. 2011 წელს ქალაქ ასტანაში ჩატარებული ეკონომიკის მინისტრების პირველი შეხვედრის თანახმად, მეწარმეობის შესახებ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რათა გაუმჯობესდეს ინვესტიციების პირობები და წევრ ქვეყნებში ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ამ შეხვედრის საფუძველზე მოეწყო არაერთი ბიზნეს ფორუმი, სადაც წევრი ქვეყნებიდან რამდენიმე ბიზნესმენი მონაწილეობდა.[2] 2014 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანში ნახიჩევანში გაიმართა მესამე ბიზნეს ფორუმი, 2014 წლის 19 და 20 იანვარს, ისიქ-ქოლში თურქულენოვანი სახელმწიფოების ეკონომიკის მინისტრთა მეოთხე შეხვედრის შემდეგ.

ტრანსპორტი და საბაჟო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 9 ნოემბერს სტამბოლში ჩატარებული თურქული საბჭოს „ICT“-ის მინისტრების მეორე შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა რამინ გულუზადემ წამოაყენა ინიციატივა, რათა განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერის ურთიერთშეთნხმების ღონისძიებები ელექტრონული კომერციის ბრუნვის ზრდისათვის. შეხვედრას მოჰყვა თურქეთის საბჭოს გენერალური მდივანი რამილ ჰასანოვის, აჰმედ არსლანის თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრის, აბდისტამატ საგმიბაევის განცხადებები.[3][4]

2013 წლის 16 აგვისტოს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გაიმართა თურქული საბჭოს მესამე სამიტი, დამფუძნებელი ქვეყნების პრეზიდენტების მონაწილეობით, შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული და თურქმენეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე საფარდურდი ტოილიევი. სამიტის მთავარი თემა „ტრანსპორტი და კავშირი“ იყო. სამიტი დასრულდა „თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მესამე სამიტის დეკლარაციაზე ხელმოწერით“. ამასთან ერთად, სამიტის დროს ხელი ასევე მოეწერა „თურქეთის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმს“.[5]

აზერბაიჯანი თანამშრომლობს მეზობელ წევრ სახელმწიფოებთან ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში და აწარმოებს საქმიანობას კასპიის ზღვით ყაზახეთთან და თურქმენეთთან და მთავარი საექსპორტო მარშრუტები გადის თურქეთში. 2013 წლის ივლისში ბაქოში გაიმართა ტრანსპორტის მინისტრთა პირველი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ძირითადი სატრანსპორტო საკითხები

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სიტყვით გამოსვლისას, თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე სამიტზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი თანამშრომლობს წევრ ქვეყნებთან და ინვესტიციებს დებს მათში, (თურქულენოვან სახელმწიფოებში), როგორიცაა ყაზახეთი და თურქმენეთი. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkic Council and UNDP join forces to support Global Goals en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-25. ციტირების თარიღი: 2018-04-29
  2. 2.0 2.1 FS. Cooperation Council of the Turkic Speaking States. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-08. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
  3. Türk Dili Konuşan Ülkeler İşbirliği Konseyi. ციტირების თარიღი: 2018-04-29
  4. „Azerbaijan invites Turkic Council members to sign deal on e-signature recognition“. bakutel.az (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-25. ციტირების თარიღი: 2018-04-29.
  5. 9th Summit of the Council of Elders of Turkic-speaking states has started its work in Gabala city - News - GABALA REGION Executive Power. ციტირების თარიღი: 2018-04-29