აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები
Map indicating locations of Turkey and Azerbaijan

თურქეთი

აზერბაიჯანი

აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 14 იანვარს. აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობა საკმაოდ მეგობრულია. თურქეთი რჩება აზერბაიჯანის სანდო პარტნიორად, მისი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად. აზერბაიჯანს აქვს საელჩო თურქეთში ანკარაში, გენერალური საკონსულო სტამბოლში და ყარსში. აზერბაიჯანში კი მოქმედებს საელჩო ბაქოში, გენერალური საკონსულოები განჯასა და ნახიჩევანში.

პოლიტიკა და ენერგო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ყარაბაღის ომი.

ყარაბაღის ომის დაწყებიდან თურქეთი აზერბაიჯანს მთლიან მხარდაჭერას უცხადებდა. კელბაჯარის რაიონის სომხების შიშროების საბჭოს ექსტერნულ სხდომაზე. თუმცა საბჭომ არ მიიღო თურქეთიეს მიერ ფორმულირებული რეზოლუცია.

1993 წელს თურქეთმა სომხურ-თურქული საზღვრის ბლოკირება განახორციელეს. თურქეთის მთავრობა ჰპირდება საზღვრის გახსნას იმ პირობით, რომ სომხეთი შეწყვეტს გენოციდის საერთაშორისო აღიარებას და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან თავის ჯარებს გაიყვანს[1].

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი არის ნავთობსადენი, რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში. 2004 წლის 3 თებერვალს ბაქოში შედგა დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია პროექტის დაფინანსების შესახებ. ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტები.

2006 წლის 13 ივლისს გაიმართა ნავთობსადენის გახსნა ჯეიჰანში[2]. მისი მუშაობის დასაწყისში, ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და კასპიის ზღვაში მყოფ ფართო რეგიონებში ძალების გეოპოლიტიკური განაწილება მნიშვნელოვნად შეიცვალა. რუსეთის ტერიტორიის გავლით  ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობის ტრანსპორტირება ამცირებს მის გავლენას რეგიონში.

შაჰდენიზის გაზსადენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შაჰდენიზის გაზსადენი.

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი — ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან საქართველოს გავლით თურქეთში. ნავთობსადენის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2007 წლის 25 მარტს შედგა. 2007 წლის ივლისიდან დაიწყო გაზის ტრანსპორტირება თურქეთში.

ნაბუქოს გაზსადენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნაბუქოს გაზსადენი.

ნაბუქო — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელიც ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, რუსეთის გვერდის ავლით. საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. პროექტის მომზადება ხორციელდება 2002 წლიდან.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა — რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. პროექტის განხორციელება დაიწყო 2007 წლის 7 იანვრიდან. პროექტის საერთო ღირებულება $600 მილიონი. მოცემული პროექტი აერთიანებს სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო გზებს ევროპასთან თურქეთის გავლით. 2017 წლის 30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა- ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - გიორგი კვირიკაშვილმა[3].

ტრანს-ანატოლიური მილსადენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

TANAP-ის გახსნა

ტრანს-ანატოლიური მილსადენი — მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის. პროექტის იდეა პირველად გაჟღერდა 2011 წლის ნოემბერში, როდესაც სტამბოლში მიმდინარეობდა მესამე შავი ზღვის ენერგეტიკისა და ეკონომიკის ფორუმი. დეკემბერში თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მილსადენის განვითარების შესახებ. 2012 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ნავთობის კომპანიამ განაცხადა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მუშაობის შესახებ. 2012 წლის 26 ივნისს სტამბოლში ხელი მოეწერა მილსადენის მთავარ სამთავრობათაშორის შეთანხმებას. 2018 წლის 12 ივნისს თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში შედგა ტრანს-ანატოლიური მილსადენის გახსნის ცერემონია. მასში მონაწილეობდნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი[4].

STAR[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 19 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ იზმირში გაიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" კუთვნილი STAR ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გახსნა[5]. ქარხანა განკუთვნილია ნავთის, დიზელის საწვავის, საავიაციო კეროსინის, თხევადი გაზისა და სხვა პროდუქტების წარმოებისთვის, გარდა ბენზინისა და საწვავის ნავთობისა. აქციებს ფლობენ Rafineri Holding (SOCAR Turkey Energy) - 60% და SOCAR - 40%[6].

სამხედრო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთი ამ სფეროში აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. 1992 წლის იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აიაზ მუთალიბოვმა ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქეთთან, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. აზერბაიჯანის ეროვნული არმია მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ბევრ სფეროში[7]. თურქეთის ინსტრუქტორები სპეციალურ დანაყოფებს ამზადებენ, როგორიცაა საზღვაო დივერსიული დაზვერვის ბრიგადა[8].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]