აზერბაიჯანული როკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე აზერბაიჯანელი როკ-მომღერალი - კარა დერვიში

აზერბაიჯანული როკი (აზერ. Azərbaycan roku) — როკ-მუსიკის სხვადასხვა ფორმა, რომელსაც აზერბაიჯანელი ან აზერბაიჯანული წარმოშობის მუსიკოსები ქმნიან და ასრულებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლად ბულბულოღლუ

საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, აზერბაიჯანის სსრ-ში როკი დიდი ხნის მანძილზე მკაცრად კონტროლდეოდა, რადგანაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აზრით, როკ-მუსიკა დასავლური ქვეყნების ანტი-სოციალისტურ გავლენას ზრდიდა.[1] საბჭოთა ხანის ყველაზე გავლენიანი ჯგუფები იყო Coldünya, Yuxu, Eksulap and Khurramids.[2][3]

60-70-იანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იან წლებში აზერბაიჯანული როკ-მუსიკა ჩამოყალიბდა. ამ პერიოდის წამყვანი ბენდები იყო Eskulap (1966) და Khurramids (1969), Express-118, Pazavang და Uvet, რომლებიც ძირითადად სოფთ-როკსა და ბლუზს უკრავდნენ. 1970 წელს მუსიკალურმა ბენდმა Khurramids აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 51-ე წლისთავისადმი მიძღნილ კონცერტზე ბენდის როლინგ სტოუნზის სიმღერა (I Can't Get No) Satisfaction ქავერი შეასრულა. 1970-იან წლებში აზერბაიჯანში ჯაზ-ფიუჟენისა და ეთნიკური ელემენტების ნაზავი მიმდინარეობა გახდა პოპულარული.[4] 1970 წელს აბულფას გარაიევის ძმამ, ჯაჰანგირ გარაიევმა ბენდი Cürbəcür დააარსა. სხვა ცნობილი ბენდები იყო: Məşəl (ჩირაღდანი), Brevis (1971) და Üç Alov (სამი ალი). წამყვან ბენდებს შორის იყო Experiment-OK (1967) და Ashiqlar (1973). ჯაზ-ფიუშენის ხანა დასრულდა ბენდ ASU Physics Faculty band- თან ერთად, რომელშიც ჰიქმათ ჰაჯიზადეჰი (რუსეთში აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი) სოლო გიტარისტი იყო. ამ პერიოდში როკ-ბენდები ქალაქ სუმგაითიში აქტიურობდნენ.

1980-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იანი წლებში მკაცრ პოლიტიკას ძალიან ცოტა როკ-ბენდი გადაურჩა. 1980-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა სოფთ-როკ ბენდი Günel. პოლად ბულბულოღლუ ჯგუფ Ashiqlar-ის ვოკალისტი გახდა. შემდეგში პოპულარობა მოიპოვა და ტურნეები გამართა მონღოლეთსა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტურ რესპუბლიკაში, ასევე ავღანეთში. კიდევ ერთი წარმატებული ბენდი იყო Talisman, რომელიც სუპერჯგუფ Gaya-ს შემადგენლობაში შედიოდა. 1985 წელს მოზარდთა და სტუდენტთა მე-12 მსოფლიო ფესტივალზე, მოსკოვში კონცერტი გამართა.[4]

პოსტ-საბჭოური ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილარა ქაზიმოვა - აზერბაიჯანელი როკ-მომღერალი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის როკ-აუდიტორია ნელ-ნელა გაუზარდა და ჯგუფმა Unformal პოპულარობა მოიპოვა.[5] 1990-იან წლებში რეგიონულ როკ-ბენდებს სუმგაითი წინამძღოლობდა. ამ ქალაქში მოღვაწეობდნენ ისეთი ბენდები, როგორებიც იყო: Yuxu, Spark, Miraj, Mozalan და Sirr.[3][6][7] სხვა აქტიური ბენდები იყვნენ: NemO[, P.G.L.U. Project, Fatal Nation და Taj.

2000-იან წლებში დასავლურ მუსიკასთან დაახლოებისა და ინსტრუმენტებთან უფრო ადვილი წვდომის შემდეგ კიდევ უფრო მეტი როკ-ბენდი ჩამოყალიბდა, მათ შორის 3,14... როკ-ბენდების ხშირად მალევე იშლებოდა. 2008 წელს სუმგაითიში ჩამოყალიბდა მძიმე როკ-ბენდი Bəndə.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Russian. ციტირების თარიღი: 25 June 2014.
  2. History of Azerbaijani Rock. ციტირების თარიღი: 25 June 2014.
  3. 3.0 3.1 Ganjavi, Elshan. Bir yuxu kimi və Azərbaycan roku... – köşə Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2014. ციტირების თარიღი: 30 June 2014.
  4. 4.0 4.1 Azərbaycanda rokun yaranması - ARAŞDIRMA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-14. ციტირების თარიღი: 2016-04-22
  5. Archived copy Russian. ANS TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  6. Yenə də Sumqayıt… Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 June 2014.
  7. Sumqayıt rok ənənələrini bərpa edir Azerbaijani. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 June 2014.