აზერბაიჯანული მთის მერინოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანული მთის მერინოსი
წარმოშობის ქვეყანა აზერბაიჯანის სსრ
დამტკიცებულია 1947
თვისებები
წონა ერკემალი 80-90 კგ
ნერბი 45-55 კგ
მატყლი 7-12 სმ
მატყლის ფერი თეთრი
რქები გრძელი, სპირალისებური
ცხვარი (Ovis aries)

აზერბაიჯანული მთის მერინოსი — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში. გამოყვანილია აზერბაიჯანის სსრ-ის გაბედაისა და შამქორის რაიონების კოლმეურნეობებში ადგილობრივი უხეშმატყლიანი ბოზახის ცხვრის შეჯვარებით ჯერ მერინოსულ, შემდეგ კი კავკასიურ და ასკანიური ჯიშის ერკემალთან. ჯიში დამტკიცებულია 1947 წელს. აზერბაიჯანული მთის მერინოსი მაგარი კონსტიტუციისაა, დაავადებათა მიმართ გამძლეა, კარგად არის შეგუებული მთის საძოვრულ პირობებს და იტანს შორეულ გადარეკვას. ცოცხალი მასა ერკემლისა — 80-90 კგ (უდიდესი 120 კგ), ნერბისა — 45-55 კგ (უდიდესი 80 კგ). მატყლის ნაპარსი — ერკემლისა 8-10 კგ, ნერბისა 4,5-5 კგ; სუფთა მატყლის გამოსავალი 45%-მდე, საკამვოლეა (64-70-ე ხარისხისა); სიგრძით 7-12 სმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]