აზერბაიჯანი თურქვიზიის სიმღერის კონკურსში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანი თურქვიზიის სიმღერის კონკურსში
შიდა შესარჩევი კონკურსი

ეროვნული ფინალი

შიდა შერჩევა

დებიუტი 2013
საუკეთესო შედეგი პირველი ადგილი (2013)
მონაწილეობა 4-ჯერ

აზერბაიჯანის დებიუტი თურქვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად შედგა 2013 წელს. აზერბაიჯანის ტელევიზია (ATV) პასუხისმგებელია მათი მონაწილეების შერჩევის პროცესზე. ქვეყნის პირველი წარმომადგენელი იყო ფარიდ ჰასანოვი, რომელმაც შეასრულა სიმღერა “Yaşa”. იმ წელს აზერბაიჯანი პირველ ადგილზე გავიდა კონკურსში 210 ქულით. აზერბაიჯანმა გააგრძელა კონკურსში მონაწილეობა და ელვინ ორდუბადლი წარსდგა ქვეყნის სახელით 2014 წელს. მან შეასრულა სიმღერა ,,Divlərin yalnızlığı” და მეცხრე ადგილზე გავიდა 177 ქულით.

კონკურსის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქვიზიის სიმღერის კონკურსი არის ყოველწლიური სიმღერის კონკურსი, რომელსაც ატარებს თურქული მუსიკალური არხი TMB TV, იგი შთაგონებულია ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფორმატით. პირველი შოუ ჩატარდა ესქიშეჰირში, თურქეთში. ნახევარფინალი გაიმართა 2013 წლის 19 დეკემბერს, ხოლო გრანდიოზული ფინალი 2013 წლის 21 დეკემბერს. სიმღერის კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ქვეყნებს და რეგიონებს, რომლებიც თურქულენოვანია ან თურქული ეროვნებისაა. მონაწილე ქვეყნებმა და რეგიონებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ნახევარფინალში. მსაჯი თითოეული ქვეყნიდან აძლევს 1-დან 10-მდე ქულას ყველა შემსრულებლს, გარდა საკუთარისა. შემდეგ 12-დან 15-მდე ქვეყნის წარმომადგენელი გადადის ფინალში, სადაც ჟიური განსაზღვრავს გამარჯვებულს.[1] ევროვიზიისგან განსხვავებით, რომელშიც გამარჯვებული ქვეყანა მასპინძლობს შემდეგ წელს ღონისძიებას, თურქვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს ქვეყანა ან რეგიონი, რომლის ქალაქი არჩეულია თურქული კულტურის დედაქალაქად.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქვიზიის სიმღერის კონკურსი 2013 წ.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის დებიუტი კონკურსზე შედგა 2013 წლის, ესქიშეჰირში, თურქეთში.[3] სულ 50 მომღერალმა 2013 წლის 19 ოქტომბერს, 26 ოქტომბერს და 2 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო სამ კასტინგ შოუში.[4][5] 10 მომღერალი შეირჩა ჟიურის მიერ ფინალისთვის.[6] ვადო კაროვენის, გოვჰარ ჰასანზადას, ნიგარ ჯამალის, მუბარიზ ტაგიევის, ელდარ მანსუროვისა და აჰმეტ კოხისგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია ფარიდ ჰასანოვი აზერბაიჯანის წარმომადგენლად პირველი თურქვიზიის სიმღერის კონკურსზე.[7]

თურქეთში ჩატარებულ კონკურსზე გაირკვა, რომ სიმღერა, რომლითაც ფარიდმა მოიგო ეროვნული შიდა კონკურსი, ,,Sensiz", არ იქნებოდა ის სიმღერა რომლითაც იგი წარდგებოდა თურქვიზიაზე, ამიტომ საბოლოოდ შეირჩა სიმღერა ,,Yaşa" რომელმაც აზერბაიჯანს 210 ქულით გამარჯვება მოუტანა.[8]

თურქვიზიის სიმღერის კონკურსი 2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მაისში აზერბაიჯანმა განაცხადა რომ მონაწილეობას მიიღებდა კონკურსში, ATV-მ შერჩევის პროცესი დაიწყო 2014 წლის ივლისში.[9] საბოლოოდ ელვინ ორდუბადლი შეირჩა ჟიურის მიერ აზერბაიჯანის წარმომადგენლად,[10] რომელმაც შეასრულა სიმღერა ,,Divlərin yalnızlığı".[11] აზერბაიჯანი ნახევარფინალიდან გავარდა და 25 ქვეყნიდან 21-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ შემდეგ გაირკვა რომ ქულები არასწორად დათვალეს, შედეგების შესწორების შემდეგ გადაწყდა რომ ნახევარფინალიდან ტოპ 15 ქვეყანა გადასულიყო ფინალში.[12][13] აზერბაიჯანმა ფინალში 177 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა.

თურქვიზიის სიმღერის კონკურსი 2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანმა 2015 წლის 9 მაისს დაადასტურა რომ მონაწილეობას მიიღებდა კონკურსში.[14] 2015 წლის 29 სექტემბერს მეჰმან ტაგიევი შეირჩა ქვეყნის წარმომადგენლად.[15] 8 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა რომ იგი შეასრულებდა სიმღერას ,,სტამბოლი”.[16] კონკურსში აზერბაიჯანმა 155 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

თურქვიზიის სიმღერის კონკურსი 2016[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 29 მარტს აზერბაიჯანმა დაადასტურა რომ ქვეყანა მონაწილეობას მიიღებდა თურქვიზიის მეოთხე სიმღერის კონკურსში.[17] შიდა შერჩევის კონკურსი დაიწყო 1 ივლისს და დასრულდა 29 სექტემბერს, სადაც შეირჩა სევინჩ ბეიაზი ქვეყნის წარმომადგენლად.[18][19] იმ წელს კონკურსი გაუქმდა.

თურქვიზიის სიმღერის კონკურსი 2020[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ ქვეყანა მონაწილეობას მიიღებდა მე-5 თურქვიზიის სიმღერის კონკურსში.[20] აიდან ხასხასზადი შეირჩა იმ წელს ქვეყნის წარმომადგენლად. მან შეასრულა სიმღერა ,,Can Can Qardaş Can" და დაიკავა მე-5 ადგილი 193 ქულით.

მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი მომღერალი სიმღერა ენა ფინალი ქულა ნახევარფინალი ქულა
2013 ფარიდ ჰასანოვი "Yaşa" აზერბაიჯანული 1 210 კონფიდენციალური
2014 ელვინ ორდუბადლი "Divlərin yalnızlığı" აზერბაიჯანული 9 177 14 166
2015 მეჰმან ტაგიევი "İstanbul" აზერბაიჯანული 7 155 არ იყო
2016 სევინჩ ბეიაზი გაუქმებამდე არ გამოცხადებულა კონკურსი გაუქმდა X
2020 აიდან ხასხასზადი "Can Can Qardaş Can" აზერბაიჯანული 5 193 არ იყო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. What is Turkvision, How is the Format of Turkvision Song Contest. turkvision.info (15 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 22 April 2017.
  2. Where Will Turkvision Be Held, In Which Country Is Turkvision. turkvision.info (15 October 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 22 April 2017.
  3. Granger, Anthony. (19 October 2013) Participating Countries Revealed. Eurovoix. ციტირების თარიღი: 25 October 2013.
  4. Granger, Anthony. (10 November 2013) Azerbaijan: Final November 16th. Eurovoix. ციტირების თარიღი: 19 May 2017.
  5. Granger, Anthony. Azerbaijan: Turkvision Selection Process Starts Tonight. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  6. Granger, Anthony. Azerbaijan: 10 Turkvision Finalists Announced. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  7. Granger, Anthony. (23 November 2013) Farid Hasanov is off to Turkvizyon. Eurovoix. ციტირების თარიღი: 24 November 2013.
  8. Granger, Anthony. (21 December 2013) Turkvision: Azerbaijan wins!. Eurovoix. ციტირების თარიღი: 21 December 2013.
  9. Granger, Anthony. Azerbaijan: Turkvision Selection Gets Underway. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  10. Elvin Ordubadlı Turkvision'da Azerbaycan'ı temsil edecek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  11. Granger, Anthony. Azerbaijan: Elvin To Sing "Divlərin yalnızlığı". ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  12. Granger, Anthony. Exclusive: Voting Fraud At Turkvizyon 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  13. Granger, Anthony. Turkvizyon 2014: 15 entries qualified for the final. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  14. Granger, Anthony. Azerbaijan: Confirms Turkvizyon 2015 Participation. Eurovoix. ციტირების თარიღი: 19 May 2016.
  15. Granger, Anthony. Azerbaijan: Mehman Tagiyev to Turkvizyon 2015. Eurovoix World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 19 May 2016.
  16. Granger, Anthony. Azerbaijan: "Istanbul" Will Be Sung At Turkvizyon 2015. Eurovoix World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 19 May 2016.
  17. Granger, Anthony. Azerbaijan: Turkvizyon 2016 Submissions Open. Eurovoix World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 December 2017.
  18. Granger, Anthony. Azerbaijan: Turkvizyon 2016 Selection Begins. Eurovoix World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 December 2017.
  19. Granger, Anthony. Azerbaijan: Sevinc Beyaz To Turkvizyon 2016. Eurovoix World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 28 December 2017.
  20. Azerbaijan: Aydan İlxaszade Will Compete in Turkvision 2020 en-GB (2020-10-25). ციტირების თარიღი: 2021-07-25