აზერბაიჯანი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორგანიზაციის ლოგო
აზერბაიჯანის დროშა

აზერბაიჯანი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია — წარმოადგენს ურთიერთობებს აზერბაიჯანსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის, რომლის წევრიც აზერბაიჯანი არის 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა და გამოეყო სსრკ-ს. ითო გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანდა ქვეყანა. ითო-ს 2011 წლამდე ეწოდებოდა ისლამური კონფერენციის ორგანიზაცია (იკო). იგი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1969 წელს მაროკოში. ორგანიზაციაში დღეისათვის 57 სახელმწიფოა გაერთიანებული.

ითო და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც აზერბაიჯანი გაწევრიანდა ითოში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გახდა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის განხილვის ერთ-ერთი თემა. ორგანიზაციამ მიიღო რიგი რეზოლუციებისა, რომელიც ეხება სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებულ კონფლიქტს:

  • ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი. მე-7 სესია, საბოლოო კომუნიკე. კასაბლანკა, მაროკო (1994 წლის 13-15 დეკემბერი).
  • ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის მე-8 სესია, საბოლოო კომუნიკე. თეირანი, ირანის ისლამური რესპუბლიკა (1997 წლის 9-11 დეკემბერი)
  • ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-9 სესია, საბოლოო კომუნიკე, დოჰა, კატარის სახელმწიფო (2000 წლის 12-13 ნოემბერი)
  • „რეზოლუცია №. 25/9-c (о), აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიის შედეგად აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე ისლამური ისტორიული და კულტურული სიწმინდეებისა და სალოცავების განადგურების და წაბილწვის შესახებ“
  • „აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ სომხეთის რესპუბლიკის აგრესიის შესახებ რეზოლუცია No.21 / 9-P (IS)“

სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ დოკუმენტები და რეზოლუციები დამტკიცდა Oისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციებზეც. მაგალითად, 2015 წლის 27-28 მაისს ქუვეითში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 42-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია №10 / 42-P „აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ სომხეთის რესპუბლიკის აგრესიის შესახებ“. რეზოლუცია მკაცრად გმობს სომხეთის აგრესიას აზერბაიჯანთან მიმართებაში, განიხილავს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და სხვა დაცული პირების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს აღიაროს აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიის არსებობა.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი რეგულარულად იხსენებს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ 1992 წლის თებერვალში ჩადენილ მასობრივ გენოციდს, ხოჯალის ხოცვა-ჟლეტას. 2017 წელს, ითოს გენერალურმა მდივანმა იოსეფ ალ-ოთაიმენმა 1992 წელს ხოჯალის გენოციდის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოუწოდა სომხეთს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების „დაუყოვნებლივი“ და „უპირობო“ გაყვანა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხებით დაკავებული. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტექნოლოგების განვითარება. ამ მიზნით, 2017 წლის 10 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ჩატარადა ისლამური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების პირველი სამიტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე.

ასევე, ტარდება პერიოდულად ისლამური სოლიდარობის თამაშები. მაგალითად, 2017 წელს ბაქოში ჩატარადა ისლამური სოლიდარობის IV თამაშები. ეს არის თავისებური ოლიმპიური ტიპის სპორტული შეჯიბრებები, რომელიც მიმდინარეობდა 12-22 მაისს. თამაშების სპორტულ პროგრამაში ჩართული იყო სპორტის 20 სახეობა. მასში 54 ქვეყნიდან 2800-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სიაში აზერბაიჯანმა მე-20 ადგილი დაიკავა მუსლიმი ტურისტებისათვის ტურიზმის საუკეთესო მიმართულებების განვითარებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]