აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაცია
იერსახე
| აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაცია | |
|---|---|
| აზერ. Azərbaycan Güləş Federasiyası | |
|
| |
| შეიქმნა | 1993 |
| ტიპი | სპორტული ფედერაცია |
| შტაბ-ბინა | ბაქო |
| ქვეყანა | აზერბაიჯანი |
| http://www.awf.az/ | |
აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაცია (აზერ. Azərbaycan Güləş Federasiyası) — ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ჭიდაობის, როგორც სპორტის განვითარებასა და რეგულირებას აზერბაიჯანში. ფედერაცია 1993 წელს დაარსდა[1].
ფედერაციის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში ჭიდაობის სპორტის განვითარებას უზრუნველყოფს. შექმნილია მოხალისეობის პრინციპებისა და ჭიდაობის სპორტული კლუბებისა და საზოგადოებების წევრების თანაბარი უფლებების საფუძველზე. მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება[2].
1993 წელს ფედერაცია გახდა ჭიდაობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (FILA) წევრი[3].
აქტივობები და ორგანიზებული შეჯიბრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2002 წელი - ბაქოში მოეწყო ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში მამაკაცთა შორის[4].
- 2004 წელი - აზერბაიჯანში ჩატარდა მსოფლიო თასი თავისუფალ ჭიდაობაში[5].
- 2007 წელი - აზერბაიჯანში გაიმართა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემპიონატში 92 ქვეყნის 797 სპორტსმენი მონაწილეობდა[6].
- 2010 წელი - აზერბაიჯანში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში[7].
- 2012 წელი - აზერბაიჯანში ჩატარდა მსოფლიო თასი თავისუფალ ჭიდაობაში.
- 2012 წელი - ბაქოში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის[8].
- 2022 წელი - აზერბაიჯანში პირველად მოეწყო მსოფლიო თასი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში[9].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Azərbaycan Güləş Federasiyanın yaranma tarixi
- ↑ Bədən tərbiyəsi və idman haqqında
- ↑ Президент Ильхам Алиев поощрил Федерацию борьбы Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-30. ციტირების თარიღი: 2024-10-22.
- ↑ ТОРЖЕСТВЕННАЯ ЦЕРЕМОНИЯ ОТКРЫТИЯ В БАКУ 45-ГО ЧЕМПИОНАТА ЕВРОПЫ ПО ВОЛЬНОЙ БОРЬБЕ
- ↑ АЗЕРБАЙДЖАНСКАЯ СБОРНАЯ ЗАВОЕВАЛА КУБОК МИРА ПО ВОЛЬНОЙ БОРЬБЕ
- ↑ Утро третьего дня чемпионата мира по борьбе: вольники Кудухов и Батиров, классик Бароев - в полуфинале
- ↑ Выбран логотип бакинского чемпионата Европы по борьбе – ФОТО
- ↑ Баку встречает участников юношеского первенства мира по борьбе
- ↑ Стал известен первый финалист Кубка мира в Баку