აზერბაიჯანის შრომის კოდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომის კოდექსი (აზერ. Azərbaycan Respublikasinin Əmək Məcəlləsi) — რატიფიცირებულია 1999 წლის 1 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის # 618-IQ კანონით. ეს აქტი ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომის კოდექსის დამახასიათებელი თვისება არის კოლექტიური წესით დასაქმების ხელშეკრულების (კონტრაქტი) გაფორმება[1].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად, შრომა პირადი და საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძველია. თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს თავისი საქმიანობა, პროფესია და სამუშაო ადგილი, რომელიც ეფუძნება მუშაობის უნარს[2].

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომის კოდექსი მოიცავს:

  • შრომის, სოციალური და ეკონომიკური ხასიათის მუშაკთა და დამსაქმებელთა უფლებები შრომით ურთიერთობებში, ასევე დადგენილი მინიმალური გარანტიების დონე[3];
  • პრინციპებისა და წესების დაცვა მოქალაქეთათვის, მუშაობის, დასვენების, ხელსაყრელ პირობებში მუშაობის უფლების უზრუნველსაყოფად;
  • ნორმები, რომლებიც არეგულირებენ თანამშრომლებისა და დამსაქმებლების უფლებებსა და მოვალეობებს; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და სხვა[4].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომის კოდექსი შედგება ამჟამად არსებული კოდექსისაგან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონებისაგან, რომლებიც ეხება მოცემულ საკითხებს; ნორმატიული და სამართლებრივი აქტებისაგან; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან[5].

აზერბაიჯანის შრომის კოდექსი არეგულირებს შრომით ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიქმნება თანამშრომლებსა და დამსაქმებლებს შორის; ადგენს მინიმალურ წესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდივიდების შრომის უფლებებს[6].

პრინციპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინციპები, რომელთაც ეფუძნება აზერბაიჯანის შრომის კოდექსი:

  • თანასწორობის უზრუნველყოფა;
  • ინტერესთა დაცვა სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის გზით;
  • ფსიქიკური, ფიზიკური და მატერიალური შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რათა თავისუფალად გამოიყენებოდეს მატერიალური, მორალური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა საჭიროებები[7];
  • თანამშრომლებისა და დამსაქმებლების მხრიდან ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი გარანტიის შექმნა.

ეს კოდექსი ვრცელდება ყველა საწარმოზე და კომპანიაზე, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს კოდექსი ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ასრულებენ შრომით ფუნქციებს საკუთარ სახლში, დამსაქმებლის ნედლეულის გამოყენებით[8].

ეს კოდექსი არ ვრცელდება:

  • სამხედრო პერსონალზე;
  • მოსამართლეებზე;
  • აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტში არჩეული პირებზე;
  • ადამიანები, რომლებიც ასრულებენ მუშაობას დავალების საფუძველზე[1].

ცვლილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს ცვლილებები შევიდა „დასაქმების კანონში“[8].

2014 წლის ზამთარში ზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას „შრომის კოდექსში დამატებების შეტანასთან დაკავშირებით“[9].

2017 წელს აზერბაიჯანის შრომის კოდექსში მორიგი ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს შრომის სტაჟი[5]. ასევე, ხელშეკრულება შეიძლება გაფორმებული იქნეს განუსაზღვრელი ვადით ან 5 წლით[4].

შეიქმნა მოსახლეობის შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო სისტემა. შრომითი ხელშეკრულებისადმი მიცემული ნებისმიერი ცვლილება ექვემდებარება რეგისტრაციასა და მონიტორინგს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მიერ. ამავდროულად, რიგი სახელმწიფო დოკუმენტები შედგენილი იქნება წერილობით. სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კოდექსის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესის მიხედვით კანონის სამართალდამრღვევი დაჯარიმდება[9].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Трудовой Кодекс Азербайджанской Республики (фрагменты). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-07. ციტირების თარიღი: 2018-08-15.
  2. Трудовой кодекс Азербайджанской Республики - caa.gov.az
  3. Трудовой кодекс Азербайджанской Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-09. ციტირების თარიღი: 2018-08-15.
  4. 4.0 4.1 Милли Меджлис подтвердил изменения в Трудовой кодекс - report.az
  5. 5.0 5.1 Новые изменения в Трудовой кодекс АР: работодатель всегда прав - სპუტნიკ აზერბაიჯანი
  6. ЗАКОН АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ О внесении изменений в Трудовой кодекс Азербайджанской Республики
  7. Трудовой кодекс Азербайджанской Республики (с изменениями и дополнениями по состоянию на 15.12.2017 г.)
  8. 8.0 8.1 Изменен Трудовой Кодекс Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-09. ციტირების თარიღი: 2018-08-15.
  9. 9.0 9.1 Трудовой Кодекс ужесточен - oxu.az