აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე ფოტოსურათი
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შექმნის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი აზერბაიჯანის საფოსტო ბლოკი
ოფიციალურად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე
დაწესდა 1998 წელი, 22 მაისი; 1918 წელს აზერბაიჯანის არმიის შექმნის საპატივცემულოდ
თარიღი 26 ივნისი
ზეიმობა სამხედრო აღლუმი, კონცერტები, ფეიერვერკები
დაკავშირებულია მუსულმანურ კორპუსის ცალკე აზერბაიჯანულ კორპუსად გადაკეთებასთან

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე ( აზერ. Azərbaycan Respublikası Silahlı Qüvvələri günü) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული დღესასწაული. 1998 წლის 22 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებით ყოველწლიურად, 26 ივნისი აზერბაიჯანში აღინიშნება, როგორც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე. არის არასამუშაო დღე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 26 ივნისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, რომელიც მუსულმანურ აღმოსავლეთში პირველი რესპუბლიკა იყო, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის გადაწყვეტილებით, მუსულმანურ კორპუსს[1] ეწოდა ცალკეული აზერბაიჯანული კორპუსი[2]. ეს გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შექმნის სამართლებრივი საფუძველი[3]. აზერბაიჯანულ კორპუსს ხელმძღვანელობდა ლეიტენანტი გენერალი ალი-აღა შიხლინსკი[4].

1919 წელს, ბაქოში, არსებული მუზეუმის ცენტრში, პირველი სამხედრო აღლუმი ჩატარდა აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

1998 წლის 22 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებით, 26 ივნისი „შეიარაღებული ძალების დღედ“ გამოცხადდა. ეს დღე ქვეყანაში არასამუშაო დღეა. 1998 წლამდე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე 9 ოქტომბერს აღინიშნებოდა. 1991 წელს აზერბაიჯანის უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი ეროვნული თავდაცვის ძალების შექმნის შესახებ[3].

პირველი სამხედრო აღლუმი  დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში 1992 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე აღლუმი ჩატარდა 2008 წლის 26 ივნისს, „აზადლიღის“ მოედანზე ეროვნული ჯარის 90 წლის იუბილეზე. მასში მონაწილეობდა 4500 სამხედრო მოსამსახურე, სხვადასხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობის რამდენიმე სახეობა. მესამე სამხედრო აღლუმი ჩატარდა 2011 წლის 26 ივნისს. ეს აღლუმი იყო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი. მასში მონაწილეობდა დაახლოებით 6000 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა აერობატების ელემენტები აჩვენეს[5].

2013 წლის 26 ივნისს აზერბაიჯანში ეროვნული არმიის შექმნის 95 წლისთავისადმი ბაქოში ჩატარდა მეოთხე სამხედრო აღლუმი. მასში მონაწილეობდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 125 000-ზე მეტი პერსონალი, მათ შორის 85,000 სამხედრო ძალა, 15,000 სამხედრო საჰაერო ძალებიდან და საჰაერო თავდაცვიდან, 2,800 ადამიანი საზღვაო ფლოტიდან. ეროვნული გვარდიის რაოდენობა იყო 2500 ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები (სპეცნაზი) 12,000 ადამიანი, სასაზღვრო ჯარები - 5,000[5].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღლუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის აღლუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Али Ага Шихлинский. Мои воспоминания. — Баку, 1944, с. 186—187
  2. Азербайджанская Демократическая Республика (1918—1920). Армия. (Документы и материалы). — Баку, 1998, с. 18
  3. 3.0 3.1 Исполняется 95 лет со дня создания азербайджанской армии დაარქივებული 2018-05-26 საიტზე Wayback Machine. - apa.az
  4. День Национальной Армии
  5. 5.0 5.1 В Баку прошел военный парад, посвященный 95-летию Вооруженных сил Азербайджана - 1news.az