აზერბაიჯანის ტყეები
აზერბაიჯანის მთელი ტერიტორიის 11.8% -ს უკავია ტყეს. რესპუბლიკის მთლიანი ტყის ფონდი შეადგენს 1213,7 ათასი ჰექტარს, მათ შორის ტყის საფარია - 1,021 ათასი ჰა. რესპუბლიკის სატყეო ფონდის 261 ათასი ჰა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფება[1].
მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XVIII-XIX საუკუნეებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის ტყეების ფართობი მთლიანი ტერიტორიის 30-35% შეადგენდა. 1966 წლისთვის აზერბაიჯანში ტყეები ტერიტორიის დაახლოებით 11.5% იკავებდა[1]. 1997 წელს მიღებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტყის კოდექსი[2]. 2003 წელს შეიქმნა გარემოსდაცვითი მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ტყეების ზრდისა და რეპროდუცირების განვითარების პროგრამა. ამ პროგრამის შედეგად ხუთი წლის განმავლობაში 70 000 ჰა რეკონსტრუქცია განხორციელდა[1].
2010 წელი აზერბაიჯანში ეკოლოგიის წლად გამოცხადდა. ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გასამწვანებელი სამუშაოები ჩატარადა. კერძოდ, 2010 წელს დაახლოებით 8 მილიონი ხე დარგეს აფშერონის ნახევარკუნძულზე. აქედან 3.5 მილიონი დაირგა ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, დანარჩენი დარგეს - რაიონის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და ა.შ[1].
2011 წელს აზერბაიჯანში ტყეების საერთაშორისო წლის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით ბაქოში გაეროს ოფისმა, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად ბაქოს გარეუბნებში 5 ჰა ფართობზე 4,000 ზეთისხილის ხე დარგეს[1].
2011 წლისთვის აზერბაიჯანში ტყეებმა დაიკავეს ტერიტორიის 11.8%[1].
2011 წელს აზერბაიჯანში ტყეების შესანარჩუნებლად 650 კმ-ზე ხანძრის პრევენციის ღონისძიებები განხორციელდა. ამ პერიოდში ქვეყანაში პათოლოგიური კლიმატური ცვლილებების გამო, ლოკალიზებული იყო ტყის ხანძარი. მოცემულმა ხანძრებმა ტყის ფონდს ზიანი არ მიაყენეს[1].
ტყის ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზოგადად, აზერბაიჯანის ტყეებში 450 სახეობის ხე და ბუჩქები იზრდება, მათგან 150 ველური ხილის ხეებიაა. ამ ხილის ხეების 30% ვარგისია ექსპლუატაციისთვის[3].
აზერბაიჯანში ტყეების ჩამოყალიბებაში, აღმოსავლეთ წიფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რაც 32% შეადგენს, ჩვეულებრივი წიფელი კი - 24%. ეს არის ტყის ფორმირების ჯიშები. აზერბაიჯანულ ტყეებში ასევე იზრდება ღვია, კავკასიის ხურმა, მურყანი, ალვის ხე, წაბლი, კაკალი და ა.შ[1].
მაღალმთიან რაიონში ხეების საშუალო ასაკი 80-86 წელია, ხოლო ქვედა ნაწილში - 40-60 წელი[1].
ტყის ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აზერბაიჯანში ტყეები მდიდარია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. ტყის ფაუნაში შედის ძუძუმწოვართა 97 სახეობა, 357 სახეობის ფრინველი, 67 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 97 სახეობის თევზი და 15,000 სახეობის უხერხემლო.
ტყის მასივის 11.2% იზრდება ახალგაზრდა ტყეები, ხოლო 63,3% შეადგენს შუა ასაკის ტყეებს.
ამჟამად, ეროვნულ პარკებში, ბუნებრივ რეზერვაციის სისტემა მოქმედებს. მათ შორის: გირგანის ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს ლენქორანისა და ასტარის რაიონებში. მისი ფართობია 21,435 ჰა. რესპუბლიკის „წითელ წიგნში“ შეყვანილია 108 სახეობის ცხოველი.