აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი
აზერ. Azərbaycan Dövlət Tərcümə Mərkəzi
ATM Logo1.jpg
აბრევიატურა ADTM
შეიქმნა 23 მაისი, 2012
ქვეყანა აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი — სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენის სწორად გამოყენებას, თარგმანის სფეროში ცენტრალიზებული წესით ორგანიზებასა და რეგულირებას უზრუნველყოფს.[1][2]

ცენტრის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაფუძნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2012 წლის 23 მაისით დათარიღებული განკარგულებით.[3]

ცენტრის საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრის საქმიანობის მიზანს შეადგენს აზერბაიჯანის სახელმწიფო ენის სწორად გამოყენების, თარგმანის სფეროს ცენტრალიზებული წესით ორგანიზებისა და რეგულირების უზრუნველყოფა, ასევე მის მიზანს წარმოადგენს აზერბაიჯანული. ლიტერატურის საერთაშორისო სამყაროში და უცხოური ლიტერატურის აზერბაიჯანში გაცნობა და პროპაგანდა.

ცენტრის საქმიანობა:[1][4]

  • სახელმწიფო ენის სწორად გამოყენებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწის მიზინით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება;
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ლირატურულ-კულტურული და საერთაშორისო ურთიერთობების დროს ენის სიწმინდის დაცვისა და მთარგმნელობითი საქმიანობის დარეგულირებისა და დახვეწის მიზნით რიგი ღონისძიებების გატარება;
  • მთარგმნელობითი საქმიანობის ცენტრალიზებული წესით განხორციელების უზრუნველყოფა, უმაღლეს დონეზე კვალიფიცირებული მთარგნმელ-სპეციალისტთა მომზადების ორგანიზება;
  • აზერბაიჯანული ლიტერატურის საერთაშორისო სამყაროში და უცხოური ლიტერატურის აზერბაიჯანში გაცნობა-პროპაგანდის უზრუნველყოფა, აზერბაიჯანული და უცხოური ლიტერატურის მოწინავე ნიმუშების უცხო ენებზე და სახელმწიფო ენაზე თარგმნა და გამოცემა;
  • თარგმნილ ტექსტებში სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის უზრუნველყოფა; სამეცნიერო, ტექნიკური, სამედიცინო, სამართლისა და სხვა სფეროებში მთარგმნელობითი პროცესის ორაგნიზებისა და დახვეწის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების კონტროლის განხორციელება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საქმიანობა. aztc.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი 2020.
  2. Приступило к деятельности Агентство переводов Азербайджанского государственного центра перевода. azertag.az (14 ივნისი 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი 2020.
  3. Azərbaycan dilinin qloballaşma şəraitində zamanın tələblərinə uyğun istifadəsinə və ölkədə dilçiliyin inkişafına dair Dövlət Proqramı haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı. president.az (23 შეიძლება 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი 2020.
  4. Azərbaycan Dövlət Tərcümə Mərkəzinin Nizamnaməsinin təsdiq edilməsi haqqında. e-qanun.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი 2020.