შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიული არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ისტორიული არქივი — აზერბაიჯანის შვიდ სახელმწიფო არქივთაგან ერთ-ერთი. მისი ფონდები მოიცავს დოკუმენტურ მასალებს, რომლებიც ასახავს რუსეთის იმპერიის პერიოდში აზერბაიჯანში მოქმედი ადგილობრივი მმართველობისა და ადმინისტრაციული სტრუქტურების საქმიანობას XIX საუკუნის დასაწყისიდან 1917 წლამდე. არქივში ასევე დაცულია რევოლუციამდელი პერიოდის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სხვადასხვა დაწესებულებებისა და ცალკეული პირების დოკუმენტაცია.

არქივი დაფუძნდა 1930 წელს, როგორც დამოუკიდებელი ისტორიული არქივი. აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1938 წლის 8 სექტემბრის დადგენილებით, რომელიც რესპუბლიკის საარქივო ორგანოების რეორგანიზაციას ითვალისწინებდა, დაწესებულებას მიენიჭა ცენტრალური ისტორიული არქივის სტატუსი. შემდგომ, 1941 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ სახელმწიფო არქივთა ქსელის ჩამოყალიბების შემდეგ, არქივს აზერბაიჯანის სსრ ცენტრალური სახელმწიფო ისტორიული არქივი ეწოდა.

2023 წლის დეკემბერში არქივის ბაზაზე მოეწყო დოკუმენტური მასალის ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით „პოლონელები აზერბაიჯანში“, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ-დოკუმენტურ წყაროებს ბაქოში პოლონელი სპეციალისტების მონაწილეობაზე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. მასალები ასახავს მათ საქმიანობას ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების აგებისა და სხვა სფეროების განვითარების კონტექსტში.[1][2]