აზერბაიჯანის სამედიცინო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის სამედიცინო მუზეუმი
40°23′55″ ჩ. გ. 49°52′55″ ა. გ. / 40.39861° ჩ. გ. 49.88194° ა. გ. / 40.39861; 49.88194
დაარსდა 1984; 40 წლის წინ (1984)
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
Map

აზერბაიჯანის სამედიცინო მუზეუმი (აზერ. Azərbaycan Tibb Muzeyi) — მუზეუმი აზერბაიჯანში, ბაქოში. მუზეუმის შექმნა, ჩამოყალიბება და განვითარება უშუალოდ დაკავშირებულია აზერბაიჯანის მედიცინის ისტორიასთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტი — მუზეუმი ბაქოში, შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს 1984 წლის 2 ივლისის ბრძანებით. ოფიციალურად გაიხსნა 1986 წლის 29 იანვარს.[1]

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში წარმოდგენილია აზერბაიჯანული მედიცინის განვითარების ისტორია უძველესი დროიდან. მის ექსპოზიციებს წარმოადგენენ ფოტოები, წიგნები, ინსტრუმენტები, ანატომიური პრეპარატები, გამოჩენილი აზერბაიჯანელი ექიმების პირადი ნივთები. მუზეუმის ექსპოზიცია მუდამ იზრდება.

მუზეუმის პირველ დარბაზში დგას აბუ ალი იბნ სინას ბიუსტი. მუზეუმში ასევე ინახება ფოტოები, რომლებიც გაკეთებულია ხელნაწერ „საექიმო მეცნიერების კანონებიდან“ (1143 წ.), რომელსაც სწავლობენ ევროპის სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტებში.

მეორე დარბაზში განლაგებულია შუა საუკუნეების ქირურგიული ინსტრუმენტები და XIII-XIX საუკუნის ტრაქტატები, რომელთა ორიგინალებიც ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში.

მესამე დარბაზში განლაგებულია უამრავი ფოტო და დოკუმენტი, რომელიც მიეკუთვნება სამედიცინო დაწესებულებებს, რომლების კეთილმოწყობილი იყვნენ XX საუკუნის დასაწყისის ბაქოს მენავთობე მილიონერების მიერ.

მეოთხე დარბაზში წარმოდგენილია მედიცინის განვითარება აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის არსებობის დროს. ასევე ინფორმაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის, მისი პირველი რექტორების - ქირურგ ვასილი რაზუმოვსკის და ნევროპათოლოგ სერგეი დავიდენკოს შესახებ.

მეხუთე დარბაზში წარმოდგენილია ინფორმაცია საბჭოთა აზერბაიჯანის მედიცინის მოწყობის შესახებ.

ბოლო დარბაზი მიძღვნილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საქმიანობას ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]