აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღე
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღე ფოტოსურათი
დაწესდა 17 ნოემბერი, 2009
თარიღი 9 ნოემბერი
დაკავშირებულია 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშად დამტკიცებასთან

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღე (აზერ. Azərbaycan Respublikasının Dövlət Bayrağı günü) — ოფიციალური დღესასწაული აზერბაიჯანში. 2009 წლის 17 ნოემბერს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი იქნა განკარგულება სახელმწიფო დროშის დღის დაწესების შესახებ. მას შემდეგ ყოველი წლის 9 ნოემბერს რესპუბლიკაში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ოფიციალურად უქმე დღეა.[1]

ილჰამ ალიევისვე ცნობით, განკარგულების 17 ნოემბერს ხელმოწერის მიზეზი გახდა 1990 წლის 17 ნოემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს პირველად აღმართვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]