აზერბაიჯანის მხატვართა კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის მხატვართა კავშირი
აზერ. Azərbaycan Rəssamlar İttifaqı
შეიქმნა 1932
ტიპი არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
წევრები 880
საკვანძო ფიგურები ფარხად კურბინ ოღლი ხალილოვი, კავშირის თავმჯდომარე:
ქვეყანა აზერბაიჯანი
თავმჯდომარე Farhad Khalilov

აზერბაიჯანის მხატვართა კავშირი (აზერ. Azərbaycan Rəssamlar İttifaqı) — შემოქმედებითი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიონალ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა — შემოქმედებით მუშაკთა ნებაყოფილობითი გაერთიანება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლიდან, რესპუბლიკაში დაიწყო ორგანიზაციული მოწყობა ხელოვნების სფეროში, რომელიც 1932 წელს აზერბაიჯანის საბჭოთა მხატვართა კავშირის შექმნით დასრულდა. 2006 წელს აზერბაიჯანის მხატვართა კავშირმა თავისი დაარსების 65-წლისთავი აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო ექსპოზიციის გახსნა, მიძღვნილი გამომსახველობითი ხელოვნების განვითარებისადმი რესპუბლიკაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის შენობა ბაქოში საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზებას უკეთებს რესპუბლიკურ გამოფენებს, კონკურსებს, უცხოელ მხატვართა გამოფენებს აზერბაიჯანში, მართავს პროგანდისტული და ესთეტიკური აღზრდის საქმიანობას. მხატვართა კავშირის კურაციის ქვეშ მოქმედებს ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა გაერთიანება. საექსპლუატაციოდ ჩააბარა მხატვართა სახლი გათვლილი 130 სახელოსნოსთვის. თავისში ითვლის კავშირის დაახლოებით 800 წევრს. ყოველწლიურად ორგანიზებას უკეთებს გამოფენებს მიძღვნილს გაზაფხულისადმი, «ნოვრუზის»-დმი, რესპუბლიკის დღისადმი, «28 მაისისადმი», ახალგაზრდა მხატვართა ნაწარმოებების ჩვენებისადმი, და ასევე ნორჩი მხატვრების გამოვლინებისადმი, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან არის დაკავშირებული.[1]

ყოველწლიურად მონაწილეობას ღებულობს «არტ - სალონებში», მხატვართა კავშირების მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებზე.

პრემიის დაწესება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის მიერ დაწესებულია სპარსელი მხატვრის — XVI ს. მინიატურისტის სოლტან მუჰამედის სახელობის პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ენიჭებათ მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Союз художников Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2010-01-24.