აზერბაიჯანის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აზერბაიჯანის მოსახლეობა)

აზერბაიჯანის დემოგრაფია (აზერ. Azərbaycan əhalisi) — მოიცავს ქვეყნის დემოგრაფიულ მახასიათებლებს, მათ შორის მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ეთნიკურობას, განათლების დონეს, მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, რელიგიურ კუთვნილებასა და მოსახლეობის სხვა ასპექტებს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის მოსახლეობამ სწრაფი ზრდის ეტაპი გაიარა, რაც, ძირითადად, სოფლად მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის მაღალი ბუნებრივი ზრდა იყო. შედეგად, რესპუბლიკის მოსახლეობა საუკუნეში 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანელების წილი 58%-დან 90%-მდე გაიზარდა. XXI საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანი კვლავაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსახლეობის ზრდის ერთ-ერთი ლიდერია.

2014 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტმა შეაფასა ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონ 477 ათასად[1]. მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დაახლოებით 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და დაახლოებით 240 ათასი უცხოელი ცხოვრობდა აზერბაიჯანში[2].

ქალაქის მოსახლეობა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 53,1%-ს და სოფლის მოსახლეობა - 46,9%. მამაკაცები მთლიანი მოსახლეობის 49,7%-ს შეადგენს, ქალები - 50,3%, ანუ 1000 მამაკაცზე 1013 ქალი მოდიოდა[3].

სიცოცხლის ხანგრძლივობა 72,6 წელია, მათ შორის მამაკაცების 69,9 წელი, ხოლო ქალების 75,4 წელი. (2008 წლის მონაცემები).

2010 წელს აზერბაიჯანში 165,6 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო მშობიარობის მაჩვენებელი 1000 ადამიანიზე 18,5 იყო. საშუალოდ, ყოველ ქალს თავისი ცხოვრების განმავლობაში ორი შვილი ჰყავს. 2010 წელს 53,6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. 2010 წლის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ადამიანზე 6,0 სიკვდილია.

2017 წლის მონაცემებით მოსახლეობის მაჩვენებელი გაიზრდა 0,7%-ით ან 73,66 ათასი ადამიანით[4].

2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით რესპუბლიკის მოსახლეობამ 9 მილიონ 911,472 ადამიანს მიაღწია[5].

2006 წელს გაიზარდა აზერბაიჯანის მოსახლეობის სიმჭიდროვე  89,2 ადამიანი / კმ²-დან  97,4 ადამიანი / კმ²-მდე[6]. რესპუბლიკაში არსებობს მოსახლეობის სიმკვრივის უთანასწორობის ზრდა: აფშერონის ნახევარკუნძული აჩვენებს ჭარბი მოსახლეობის ნიშნებს, ხოლო მთიან რეგიონებში მოსახლეობის გადინების პროცესი მიმდინარეობს[7].

XXI საუკუნის დასაწყისში არ იყო მნიშვნელოვანი გადინება ან მოსახლეობის შემოდინება, როგორც 1990-იან წლებში. ამრიგად, 2004 წელს 2,8 ათასი ადამიანმა დატოვა აზერბაიჯანი, თუმცა ამავე დროს 2,4 ათასი ადამიანი გადმოვიდა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად, შესაბამისად მოსახლეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა[8].

აზერბაიჯანის მოსახლეობამ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 9,981,457 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობის კვადრატულ კილომეტრზე 115 ადამიანი მოდის. მთლიანი მოსახლეობის 52,8% ცხოვრობს ქალაქებში, 47,2% - სოფლებში. ანგარიშის თანახმად, მოსახლეობის 49,9% მამაკაცია, 50,1% კი ქალია[9][10].

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტმა ქვეყნის მოსახლეობა 9,981,457 ადამიანით შეაფასა[11]. 2019 წლის 6 აპრილს სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყნის მე-10 მილიონიანი მოქალაქე დაიბადა[12].

მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთნიკური ჯგუფი 1939 1979 1989 1999 2009[13]
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
აზერბაიჯანელები 1 870 471 58,4 % 4 708 832 78,1 % 5 804 980 82,7 % 7 205 439 90,6 % 8 172 800 91,6 %
ლეზგები 111 666 3,5 % 158 057 2,6 % 171 395 2,4 % 178 021 2,2 % 180 312 2,0 %
სომხები 388 025 12,1 % 475 486 7,9 % 390 505 5,6 % ~120 700 1,5 % ~120 300 1,4 %
რუსები 528 318 16,5 % 475 255 7,9 % 392 304 5,6 % 141 687 1,8 % 119 307 1,3 %
თალიშები 87 510 2,7 % 21 169 0,3 % 75 863 1,0 % 111 996 1,3 %
ხუნძები 15 740 0,5 % 35 991 0,6 % 44 072 0,6 % 50 871 0,6 % 49 838 0,6 %
თურქები 600 0,0 % 7 926 0,1 % 17 705 0,2 % 43 454 0,5 % 37 975 0,4 %
თათრები 27 591 0,9 % 31 204 0,5 % 28 019 0,4 % 30 011 0,4 % 25 911 0,3 %
თათები 2 289 0,1 % 8 848 0,1 % 10 239 0,1 % 10 922 0,1 % 25 218 0,3 %
უკრაინელები 23 643 0,7 % 26 402 0,4 % 32 345 0,5 % 28 984 0,4 % 21 509 0,2 %
წახები 6 464 0,2 % 8 546 0,1 % 13 318 0,2 % 15 877 0,2 % 12 289 0,1 %
უდიები 5 841 0,1 % 6 125 0,1 % 4 152 0,1 % 3 821 0,0 %
ქართველები 10 196 0,3 % 11 412 0,2 % 14 197 0,2 % 14 864 0,2 % 9 912 0,1 %
ებრაელები 41 245 1,3 % 35 487 0,6 % 30 792 0,4 % 8 916 0,1 % 9 084 0,1 %
ქურთები 6 005 0,2 % 5 676 0,1 % 12 226 0,2 % 13 075 0,2 % 6 065 0,1 %
სხვები 85 387 2,7 % 31 552 0,5 % 31 787 0,5 % 9 541 0,1 % 16 095 0,1 %
სულ 3 205 150 6 026 515 7 021 178 7 953 438 8 922 447

მოსახლეობის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის სტრუქტურა (01/07/2012)

ასაკობრივი ჯგუფი კაცები ქალები სულ %
სულ 4 616 139 4 679 645 9 295 784 100
0-4 424 224 364 639 788 863 8,49
5-9 331 543 290 248 621 791 6,69
10-14 349 403 309 664 659 067 7,09
15-19 427 434 395 702 823 136 8,85
20-24 471 966 468 961 940 927 10,12
25-29 436 352 449 314 885 666 9,53
30-34 374 627 377 208 751 835 8,09
35-39 308 030 321 923 629 953 6,78
40-44 312 384 337 501 649 885 6,99
45-49 317 396 348 790 666 186 7,17
50-54 309 238 332 171 641 409 6,90
55-59 202 120 223 269 425 389 4,58
60-64 128 100 148 800 276 900 2,98
65-69 57 499 72 190 129 689 1,40
70-74 72 995 99 345 172 340 1,85
75-79 55 132 78 468 133 600 1,44
80-84 27 839 40 680 68 519 0,74
85-89 7 756 14 359 22 115 0,24
90-94 1 759 4 441 6 200 0,07
95-99 294 1 109 1 403 0,02
100+ 48 863 911 0,01
ასაკობრივი ჯგუფი კაცები ქალები ჯამი %
0-14 1 105 170 964 551 2 069 721 22,27
15-64 3 287 647 3 403 639 6 691 286 71,98
65+ 223 322 311 455 534 777 5,75

გეოგრაფიული განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქებსა და რეგიონებში ნედლი შობადობის მაჩვენებელი აზერბაიჯანში[14].

ქალაქი/რეგიონი ნშმ 1990 წ (‰) ნშმ 2000 წ (‰) ნშმ 2010 წ (‰) ნშმ 2016 წ (‰)
ბაქო (ქალაქი) 19.5 11.6 17.3 14.9
აფშერონის რაიონი 28.2 14.5 11.9 13.6
სუმგაითი (ქალაქი) 25.1 12.5 14.9 15.2
განჯა (ქალაქი) 20.7 9.5 12.5 11.3
აღსთაფის რაიონი 15.9 14.7 18.6 17.7
თოუზის რაიონი 26.3 17.4 18.5 18.6
შამქორის რაიონი 27.8 13.7 21.2 18.3
გადაბეის რაიონი 25.1 18.0 19.5 16.2
დაშქესანის რაიონი 33.8 18.5 20.5 16.0
სამუხის რაიონი - 11.3 16.7 17.9
გორანბოის რაიონი 26.9 15.4 19.0 18.2
გოიგოლის რაიონი 23.9 12.8 17.2 16.6
აზერბაიჯანის რესპუბლიკა 25.9 14.7 18.5 16.5

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ენობრივი სტატისტიკა (2009 წლის მიხედვით)[15].

ენა რაოდენობა %
აზერბაიჯანული 8 253 196 92,49
რუსული 122 449 1,37
სომხური 120 237 1,35
თალიშური 110 934 1,24
ხუნძური 46 610 0,52
თურქული 32 064 0,36
თათრული 24 146 0,27
თათური 22 803 0,26
უკრაინული 20 988 0,24
წახური 11 734 0,13
ქართული 10 356 0,12
ებრაული 8 493 0,09
უდინური 3 795 0,4
სხვა 176 887 1,98
სულ 8 922 447

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Численность населения Азербайджана превысила 9,477 млн. человек. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-19. ციტირების თარიღი: 2018-07-28.
  2. Промежуточный доклад No. 2 БДИПЧ ОБСЕ относительно президентских выборов в Азербайджане 9 октября 2013 года. Страница 4, примечание 13.
  3. Население Азербайджана превысило 9,4 млн человек
  4. Прирост населения Азербайджана за 10 месяцев 2017 года составил 73 тыс. человека
  5. Население Азербайджана в январе-феврале увеличилось почти на 13,5 тыс. человек - Госкомстат
  6. Сотрудничество для решения проблемы отходов
  7. Евроазийская Панорама
  8. Доклад Госкомстата Азербайджанской Республики на семинаре по статистике жизненных условий и измерения бедности. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-26. ციტირების თარიღი: 2011-08-26.
  9. Госкомстат назвал численность населения Азербайджана
  10. Azərbaycanda demoqrafik vəziyyət
  11. Госкомстат назвал численность населения Азербайджана
  12. Azərbaycan Respublikası Səhiyyə Nazirliyi və Dövlət Statistika Komitəsinin birgə məlumatı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-15. ციტირების თარიღი: 2019-04-19.
  13. POPULATION SITUATION ANALYSIS: Beyond the Demographic Transition in Azerbaijan
  14. Международная миграция
  15. Population by language, sex and urban/rural residence