აზერბაიჯანის კულტურის მეგობართა ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აზერბაიჯანის კულტურის მეგობართა ფონდი (აკმფ) (აზერ. Azərbaycan Mədəniyyətinin Dostları Fondu) — არასამთავრობო საქველმოქმედო ფონდი. ფონდის ძირითად მიმათულებებს წარმოადგენს: კულტურული ღონისძიებები, საქველმოქმედო აქციები, გამოცემები. ფონდის მთავარი მიზანია: აზერბაიჯანის ხელოვნების განვითრება და პროპაგანდა, მისი უფრო ფართოდ აღიარება საზღვარგარეთ, აზერბაიჯანელი ხალხის მსოფლიო კულტურასთან ინტეგრაცია, ახალი საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირების რეალიზაცია.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის კულტურის მეგობართა ფონდი დაარსდა 1995 წლის გაზაფხულზე ერთობლივად მეხრიბან ხანუმ ალიევასა და აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის მეუღლის ენ კოზლარიჩის მიერ.[1] ამ შემთხვევასთან დაკავშირებით 29 აპრილს მუსლიმ მაგამაევის სახ. ფილარმონიაში საზეიმო საღამო ჩატარდა. ფონდის თანა-დამაარსეელმა განაცხადა, რომ ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს: მსოფლიოში აზერბაიჯანული კულტურის პოპულიარიზაცია, მისი ფართო საზოგადოებრიობის წინაშე წარდგენა და კულტურის მოღვაწეებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფონდი ატარებსკულტურის გამოჩენილი მოღვაწეების საიუბილეო საღამოებს, სიმღერების ჩაწერასა და გამოშვბაში ეხმარება, ხოლო ასეთი მომღერლების ჟანრობრივი გამოხატულება მრავალფეროვანია. 2002 წლიდან ფონდი დაკავებულია მოსკოვში ჟურნალ «აზერბაიჯანი — ირსი»-ის («აზერბაიჯანი-მემკვიდრეობა») გამოცემით სამ ენაზე (აზერბაიჯანულად, რუსულად, ინგლისურად).[2] 1996 წლიდან დღევანდლამდე ფონდ ორგანიზებას უკეთებს ეროვნულ ტანისამოსის გამოფენას, იწვევს საზღვარგარეთის ორკესტრებს აზერბაიჯაში, აწყობს საქველმოქმედო კონცერტებს, საღამოებსა და გამოფენებს.[3] ორგანიზებას უკეთებს საბალეტო დასების გამოფენებს, განთქმული კომედიანტების მოწვევას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხალიჩების ქსოვის ხელოვნებას.

მიმდინარეობს კლასიკური მუსიკის ფესტივალები, ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი მიეძღვნა აზერბაიჯანული მუსიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კლასიკურ მუსიკას.

ფონდის მიერ ეწყობა დიდი აზერბაიჯანელი მომღერლების, მხატვრების, კომპოზიტორების, აზერბაიჯანის კულტურის განვითარებაში ღვაწლის შემტანი ადამიანების ხსოვნის საღამოები, რომელთა შორის იყო რაშიდ ბეჰბუდოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

დიდი ყურადღბა ეთმობა ბავშვებს. ფონდის წყალობით აზერბაიჯანში გარემონტებული იქნა დიდი რაოდენობის სკოლები, საბავშვო ბაღები, ასევე ბავშვთა სახლები, მოზარდი თაობებისათვის მოეწყო სიმფონიური მუსიკის კონცერტები და ფესტივალები. ეწყობა კონკურსები და ღონისძიებები ბავშვებში შემოქმედებითი ნიჭის განვითარებისათვის.

2004 წელს ფონდის პრეზიდენტის მეხრიბან ხანუმ ალიევას წყალობით აზერბაიჯანში ბევრად უფრო ახლო თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაცია იუნესკო-თან. იჩერი-შეჰერის კომპლექსი, ასევე მუღამების გამოჩენილი შემსრულებლის ალიმ გასიმოვის შემოქმედება, ჩართული იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ფონდი უკიდურესად დაინტერესებულია მთელს მსოფლიოში აზერბაიჯანული მუღამის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. თვითონ აზერბაიჯანში ეწყობა დიდი რაოდენობის საღამოები და მიღებები, რომლებიც დაკავშირებულია მუსიკის ამ ჟანრთან. განთქმული შემსრულებლები აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ არიან დაჯილდოვებულნი. 2005 წელს აზერბაიჯანის ტელევიზიაში დაიწყო გადაცემა «Televiziya muğam müsabiqəsi», რომელშიც მიმდინარეობს კონკურსი მუღამის შემსრულებლებს შორის.[4] 2007 წელს ფონდის მეშვეობით დღის სინათლეზე გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი დასახელებით «Muğam», რომელიც მუსიკის ამ ჟანრს მიეძღვნა. ამავე წელს აზერბიჯანის ტელევიზიაში გამოჩნდა გადაცემა «Televiziya muğam müsabiqəsi»-ის გაგრძელება, ამ კონკურსის გამარჯვებულებს შორის შედგა გალა კონცერტი, რომელსაც ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.[5]

2008 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში შესდგა მუღამის საერთაშორისო ცენტრის გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მისმა მეუღლემ მეხრიბან ალიევამ და მისმა ქალიშვილმა ლეილამ, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კოიტირო მაცურამ, ასევე, 17 ქევყნიდან მოწვეულმა მრავალრიცხოვანმა სტუმრებმა. ფონდი აწყობს მუღამის საერთაშორისო ფესტივალებს, რომლებსაც ესწრება იუნესკოს დირექტორი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azerbaijan in Transition: FRIENDS Strengthen Azerbaijan's Arts by Anne Kauzlarich. www.azer.com. ციტირების თარიღი: 2019-07-23.
  2. IRS Наследие. irs-az.com. ციტირების თარიღი: 2019-07-23.
  3. FRIENDS Foundation Continues to Stimulate Azerbaijani Arts. www.azer.com. ციტირების თარიღი: 2019-07-23.
  4. “TELEVİZİYA MUĞAM MÜSABİQƏSİ-2005”-Ə YEKUN VURULDU. azertag.az. ციტირების თარიღი: 2019-07-23.
  5. “MUĞAM TELEVİZİYA MÜSABİQƏSİ-2007” QALİBLƏRİNİN QALA-KONSERTİ AZƏRBAYCAN PREZİDENTİ İLHAM ƏLİYEV KONSERTDƏ OLMUŞDUR. azertag.az. ციტირების თარიღი: 2019-07-23.