შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზაცია (აზერ. Azərbaycan Milli Dirəniş Təşkilatı) — ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობიანი გზით იბრძვის სამხრეთ აზერბაიჯანში მცხოვრები აზერბაიჯანელების ეროვნული თვითგამორკვევის უფლებებისთვის[1].

ორგანიზაცია დაარსდა 2006 წლის 19 მარტს და ებრძვის სპარსულ შოვინიზმს, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით[2]. მისი მანიფესტი მხარს უჭერს სამხრეთ აზერბაიჯანში თურქულენოვანი მოსახლეობის უფლებას განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური მომავალი[3].

2010 წლის 3 სექტემბერს ბაბეკ ჩელებიანლიმ დააარსა ვებგვერდი Araz News, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ საინფორმაციო პლატფორმად იქცა და დღეს სამ ენაზე ავრცელებს ინფორმაციას[1][4].

მიზნები და პრინციპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია მხარს უჭერს:

  • აზერბაიჯანელი თურქი ერის გათავისუფლებას სიღარიბისა და იძულებითი მიგრაციისგან.
  • თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალ ცხოვრებას.
  • ეროვნული თვითგამორკვევის უფლებას აზერბაიჯანული და თურქული იდენტობის საფუძველზე.
  • გაყოფილი ქვეყნის გაერთიანების იდეას.

ორგანიზაციის სტრატეგია:

  • ეროვნული გამოღვიძების პროცესის წინსვლა.
  • ეროვნული ერთიანობის გაძლიერება.
  • შოვინისტური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა.
  • ახალი ლიდერებისა და სპეციალისტების მომზადება.
  • სამოქალაქო და კულტურული ბრძოლის პრინციპის დაცვა, ძალადობის თავიდან აცილება.
  • წინააღმდეგობის ცენტრების შექმნა და ინფორმაციის მუდმივი ანალიზი.
  • ორგანიზაციის ფარული და ნახევრად ფარული მუშაობა დღევანდელი პირობების გათვალისწინებით[5].

წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის პირველი სპიკერი იყო დავუდ თურანი, ხოლო ამჟამინდელი სპიკერია ბაბეკ ჩელაბიანლი, რომელიც ემიგრაციაში, ვაშინგტონში ცხოვრობს. ორგანიზაციის ლიდერებს შორის ასევე არიან ბაბეკ შაჰიდი, მაჯიდ არაზი და ოღუზ ბაჰადირი[5].

2016 წელს ორგანიზაციამ სამხრეთ აზერბაიჯანში საიდუმლო ღონისძიებები ჩაატარა იუბილეს აღსანიშნავად, ხოლო 2017 წელს – ანკარასა და ვაშინგტონში. ბაბეკ ჩელებიანლიმ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა და გააპროტესტა ახალი ქურთული სახელმწიფოს შექმნა და ურმიის შესაძლო ჩართვა მის საზღვრებში[6].