აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო
Milli Təhlukəsizlik Nazirliyi
უწყების შესახებ
შეიქმნა 1991 წლის 1 ნოემბერს
გაუქმდა 2015 წლის 14 დეკემბერს
იურისდიქცია აზერბაიჯანის მთავრობა
მთავარი სამმართველო ბაქო, აზერბაიჯანი


საიტი
http://www.mns.gov.az/

აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამონისტრო (აზერბაიჯანულად: Milli Təhlukəsizlik Nazirliyi) — სადაზვერვო სააგენტო აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში. ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო იყო ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებდა მისთვის მინიჭებულ კომპეტენციებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით საგარეო საქმეთა, კორპორაციებისა და კერძო პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის სფეროში. ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო ასევე ახორციელებდა დაზვერვას, კონტრდაზვერვას, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას, დანაშაულის გამოვლენას, პრევენციას, აღკვეთას და გამოვლენას. 2015 წლის 14 დეკემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამინისტროს დაშლისა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შექმნის შესახებ. რომელიც სხვა ორგანოებთან ერთად სამინისტროს ფუნქცია- მოვალეობებს შეითავსებდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს ლოგო

აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოთა კომიტეტის (KGB) მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო ბაზაზე 1991 წლის 1 ნოემბერს. მოკლე პერიოდში, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა დატოვეს სამინისტრო და ის მხოლოდ აზერბაიჯანელი სპეციალისტების მიერ დაკომპლექტდა. შეიცვალა არა მხოლოდ უსაფრთხოების ორგანოს სახელი და პერსონალი, არამედ მოხდა ძირითადი ცვლილებაც, რომელიც მისიასა და მოვალეობებს წარმოადგენა.[1]

ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ემსახურება ქვეყნისა და მსოფლიო საზოგადოებისათვის სამინისტროს ძირითადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას პირველ წყაროდან.

ორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამინისტრო ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებებით და განკარგულებებით. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დადგენილებით, რომელთა წევრიც აზერბაიჯანის რესპუბლიკა იყო. მისი წესდება ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს სხვა ნორმატიულ – სამართლებრივი აქტები იყო.

აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შტაბ -ბინები ჰქონდა შემდეგ ქალაქებში: ბაქო, განჯა, ნახჭევანი.

ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს საქმეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ დააკავა ალ – ქაიდას ათეულობით წევრი, რომლებიც მონაწილეობდნენ აბუ ბაქრის მეჩეთში მომხდარ ტერაქტში. [2][3]

არსებული რისკებისა და საფრთხეების განეიტრალება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, ქვეყნის ეკონომიკური ძალაუფლების ზრდა წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების სამოისიტროს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. შესაბამისი პრინციპებიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო მუდმივად ადევნებს თვალყურს ეკონომიკური უსაფრთხოების რისკებს და საფრთხეებს, განსაზღვრავს მათ წყაროებს, არსებულ და პოტენციურ მიზნებს, აგრეთვე ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ადგენს გეგმებს.

მისიები და პრიორიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადაზვერვო საქმიანობა;

კონტრდაზვერვის საქმიანობა;

ეკონომიკური უსაფრთხოება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;

ენერგეტიკული უსაფრთხოება;

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;

ნარკოტიკების უკანონო ტრეფიკინგისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა;

არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;

კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;

იარაღის უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლა;

საგარეო კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს კავშირი აქვს რამდენიმე დაზვერვის სააგენტოსთან, მათ შორის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციასთან, მოსადთან და სხვა.[4]

მინისტრები (1991–2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1- ილჰუზეინ ჰუსეინოვი(1925–2006); 1991 წლის 18 ოქტომბერი - 1992 წლის 17 მაისი (მოღვაწეობის 212 დღე); დამოუკიდებელი კანდიდატი.

2- ფახრადინ თაჰმაზოვი (1951–); 1992 წლის 17 მაისი - 1993 წლის 3 ივნისი; (მოღვაწეობის 382 დღე); აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია.

3- ნირიმან ემრანოვი (1944–); 1993 წლის 3 ივნისი - 1994 წლის 15 ოქტომბერი (მოღვაწეობის 499 დღე); აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია.

4- ნამიკ აბასოვი (1940–); 1995 წლის 22 მარტი - 2004 წლის 23 ივლისი (მოღვაწეობის 3411 დღე); ახალი აზერბაიჯანის პარტია.

5- ელდარ მაჰმუდოვი (1956–); 2004 წლის 23 ივლისი - 2015 წლის 17 ოქტომბერი (მოღვაწეობის 7514 დღე) ახალი აზერბაიჯანის პარტია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The history of the security bodies of Azerbaijan Archived 2009-08-30 at the Wayback Machine
  2. “Forest brothers” group accused in terrorist attack on Abu Bakr Mosque go on trial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 2020-10-22.
  3. Azerbaijan security officers arrest 18 suspects in Baku mosque explosion
  4. Спецслужбы Азербайджана Archived 2010-02-25 at the Wayback Machine (in Russian)