შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო
Azərbaycan Milli Şurası
უწყების შესახებ
შეიქმნა 27 მაისი, 1918
უწყების ხელმძღვანელი/ები თავმჯდომარე, მამედ ემინ რასულზადე
 
აღმ. კომიტეტის თავმჯდომარე, ფათალი ხან ხოისკი

აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო (აზერ. Azərbaycan Milli Şurası)[1], აგრეთვე ცნობილია, როგორც ამიერკავკასიის მუსლიმთა დროებითი ეროვნული საბჭო[1] და ეროვნული აზერბაიჯანული საბჭო[2] — ინტერპარტიული პოლიტიკური ორგანო, რომელიც შექიმნა ამიერკავკასიის სეიმის მუსლიმთა ფრაქციის ყოფილი წევრების საგანგებო სხდომაზე, 1918 წლის 27 მაისს.[1] წამყვან როლს აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოში თამაშობდა „მუსავათის“ პარტია. საბჭოს შექმნიდან მომდევნო დღეს, აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც შესაბამისი დეკლარაციის მიღებით დამტკიცდა.

1918 წლის 27 მაისს თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის ყოფილი მუსლიმი წევრების რიგგარეშე შეხვედრა. მე -4 სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრისა და ამიერკავკასიის სეიმის ყოფილი წევრის მამედ იუსუფ ჯაფაროვის თავმჯდომარეობით,  სეიმის ყოფილი წევრის  რაჰიმ-ბეკ ვექილოვის მდივნობით.

ესწრებოდნენ ამიერკავკასიის სეიმის ყოფილი წევრები თურქეთის დემოკრატიული ფედერალისტური პარტიის „მუსავატის“ ფრაქციიდან და უპარტიოების დემოკრატიული ჯგუფი: ხალილ-ბეკ ხასმამედოვი, ფათალი-ხან ხოისკი, მეხთი-ბეკ გაჯინსკი, მეხთი-ბეკ გაჯიბაბაბეკოვი, ხოსროვ-ბეკ სულთანოვი, ნარიმან-ბეკ ნარიმანბეკოვი, ჯავად-ბეკ მელიქ-ეგანოვი, მირ გიდაიათ სეიდოვი, ჰამიდ-ბეკ შახტახტინსკი, შაფი-ბეკ რუსტამბეკოვი, გ.მ. ახუნზადე, მუსტაფა მახმუდოვი, ალი ასკერ-ბეკ მახმუდბეკოვი, ხუდადატ-ბეკ მელიქ-ასპანოვი, მუსლიმური სოციალისტური ბლოკის პარტიიდან: ბ. რიზაევი, ჯამო-ბეკ გაჯინსკი და მაგომედ მაგერამოვი. რუსეთის მუსლიმთა პარტიიდან „ითთიჰადი“: მირ იაკუბ მეხთიევი, სულთან მეჯიდ განიევი, ეიბატ გული მამედბეკოვი. მენშევიკების მუსლიმური სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან „გუმმეთი“: ახპერ აღა შეიხულისლამოვი, ს. ა. აგამალოვი.

შეხვედრა გაიხსნა ბათუმიდან დაბრუნებული ამიერკავკასიის ცენტრალური მუსლიმური საბჭოს დელეგაციის მოხსენებით. დელეგაციის წევრმა ნასიბ-ბეკ უსუბბეკოვმა თურქეთის სამშვიდობო დელეგაციის სახელით გადასცა "თურქეთის მტკიცე გადაწყვეტილება შეინარჩუნოს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა და მზადყოფნა გაუწიოს თანადგომა  ახალგაზრდა სახელმწიფოს განმტკიცების, გაძლიერების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკითხებში".

მოხსენების მოსმენის შემდეგ შეხვედრაზე განხილულ იქნა არსებული პოლიტიკური ვითარებისადმი დამოკიდებულების საკითხი 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმის თვითდაშლის ფაქტთან დაკავშირებით. ამ საკითხის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, შეხვედრაზე გათვალისწინებულ იქნა ისეთი ორგანოს საჭიროება, რომელიც შეძლებდა მუსლიმების სახელით გამოსვლას იმ ქონების  გაყოფის დროს, რაც ახლად დაშლილი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის საკუთრებაში იყო. საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მმართველობის, გამოაცხადა რა  თავი ამიერკავკასიის მუსლიმთა დროებითი ეროვნული საბჭოდ  კოოპტაციის უფლებით. კოოპტაციის უფლებას 14-მა ადამიანმა მისცა ხმა 10-ის წინააღმდეგ.

ამის შემდეგ დაიწყო ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის არჩევნები.  პარტია „მუსავატმა“ თავმჯდომარედ წარადგინა მამედ ემინ რასულზადე. მისი კანდიდატურა დაადასტურა ყველა პარტიამ, გარდა რუსეთის მუსლიმური პარტია "ითთიჰადისა".

დახურული კენჭისყრით ხმების უმრავლესობით (22), მამედ ემინ რასულზადე აირჩიეს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ. დახურული კენჭისყრით არჩეულ იქნენ თავმჯდომარის ამხანაგები: პირველი - ჰასან-ბეკ აგაევი და მეორე - მირ გიდაიათ სეიდოვი, მდივნები: პირველი - მუსტაფა მაჰმუდოვი და მეორე - რახიმ-ბეკ ვეკილოვი. აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა უპარტიო ფათალი- ხან ხოისკი.

  1. 1.0 1.1 1.2 Протоколы 2006.
  2. Из радиограммы председателя Совета Министров Азербайджанской Республики Ф. Х. Хойского от 30 мая 1918: «…Национальный Азербайджанский Совет объявил 28 текущего месяца независимость Азербайджана, состоящего из восточного и южного Закавказья, и провозгласил Азербайджанскую Республику.» (См. Фатали-хан Хойский. Жизнь и деятельность (документа и материалы) / Главное архивное управление при Кабинете министров Азербайджанской Республики. — Баку: Издательство «Азербайджан», 1998. — С. 152. — 27 с.)