აზერბაიჯანის ეროვნული მუსიკა
აზერბაიჯანული ფოლკლორული მუსიკა განუყოფელია ახლო აღმოსავლეთის სხვა ხალხთა მუსიკალური ხელოვნებიდან, მაგრამ აღინიშნება თვითმყოფადობით, ნათელი ეროვნული თავისებურობით.
აზერბაიჯანის ხალხური მუსიკა გამოირჩევა მრავალფეროვანი ჟანრით - სიმღერა, ცეკვა, აშუღური ხელოვნება, მუღამი. როგორც სიმღერებში, მათი შემოქმედების ტემპერამენტი აისახა ცეკებში.
აზერბაიჯანულ ხალხურ მუსიკებში 7 ძირითადი კილოა ან მუღამათი: რასტი, შური, სეიგიაჰი, ჩახარგიაჰი, შუშტერი, ბაიათი-შირაზი, გუმაიუნი და რამდენიმე დამატებითი მუღამი.
ინსტრუმენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანული მუსიკალური ინსტრუმენტები საკმაოდ მრავალფეროვანია (დაახლოებით 60). ფართოდ არის გავრცელებული - თუთექი, ბალაბანი და ზურნა; ასევე თარი, საზი, უდი, ქამანჩა, დაფი, ნაღარა, გოშა-ნაღარა. ძველ ინსტრუმენტებს შორისაა - ზურნა, გავალი, მუსიგარ, ნესრირ, ერგანინუ - მოცემული ინსტრუმენტები იშვიათად გამოიყენება.
1932 წლის 1 მაისს კომპოზიტორმა უზეიერ ჰაჯიბეკოვმა შექმნა აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების პირველი მუსიკალური ორკესტრი ს. რუსტამანოვის სახელობის, ხოლო 2000 წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიულ საზოგადოებაში შეიქმნა ხალხური ინსტრუმენტების აზერბაიჯანული სახელმწიფო ორკესტრი[1].
2012 წლის 5 დეკემბერს თარზე დაკვრის აზერბაიჯანული ხელოვნება იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა[2].
მუღამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუღამი არის აზერბაიჯანული მუსიკალური ზეპირი კლასიკური ტრადიციის მთავარი ჟანრი. 2003 წელს, იუნესკომ მუღამი გამოაცხადა „კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად“.
მუღამის ტექსტები, როგორც წესი, კლასიკური პოეტების ლექსებს წარმოადგენენ. მუღამისთის მრავალხმიანობის ელემენტებია დამახასიათებელი.
მუღამის ფორმები განსხვავებულია, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ცალკე სახელი. მუღამის მთავარი მუსიკალური ფორმები დასტთგიაჰი (ვოკალურ-ინსტრუმენტული ან სუფთა ინსტრუმენტული), მუღამი (ვოკალურ-ინსტრუმენტული, სოლო-ინსტრუმენტული და სოლო-ვოკალური) და ზერბი მუღამია.
აშუღური სიმღერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშუღთა ხელოვნება მოიცავს გლეხურ ფოლკლორს. ძირითადად იმპროვიზაციული ხასიათისაა, მაგრამ მას აქვს გარკვეული სტილისტური თვისებები. გამოჩენილი აზერბაიჯანელი აშუღებია - გურბანი, თუფარგანლი, შიქესტე შირინი, ალესქერი, თანამედროვეთა შორის: ა.რზაევი, მ. ბაირამოვი, ი. იუსიფოვი შ. გოჯაევი და სხვა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ზურნა, თუთექი, ბალაბანი
-
კანუნი
-
გოშანაღარა
-
გავალი
-
უდი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- АЗЕРБАЙДЖАНСКАЯ МУЗЫКА დაარქივებული 2019-05-29 საიტზე Wayback Machine.
- РИТМИЧЕСКИЕ ОСОБЕННОСТИ АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ МУЗЫКИ