აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტი
აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტი (აზერ. Azərbaycan Milli Komitəsi, გერმ. Nationales Komitee von Aserbaidschan) — ორგანიზაცია, რომელიც 1941 წლის მიწურულს აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ბერლინში შეიქმნა. კომიტეტის მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ, რათა თავიდან აეცილებინა გერმანიის მიერ მთლიანად კავკასიის ანექსია.
ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიის ჯარებმა მიაღწიეს დიდ წარმატებას ოპერაცია ბარბაროსაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამიტომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერმახტს შეეძლო ომის მოგება დამატებითი ადგილობრივი დახმარების გარეშე. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, კომიტეტმა ვერ მიაღწია რაიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ნაცისტურ გერმანიის მთავრობასთან და საბოლოოდ 1943 წლის აგვისტოში დაიშალა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომიტეტი 1941 წელს ბერლინში შეიქმნა, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიწვია მუსტაფა ვეკილოვი, მირ იაგუბ მეჰდიევა, ხოსრო ბეი სულთანოვი და ჰილალ მუნში, რომლებიც იმ დროს ბუქარესტში ცხოვრობდნენ. კომიტეტში მხოლოდ ოთხი წევრი იყო, ხოლო მისი შემადგენლობა გასაგზავნად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარედგინა. ამ დოკუმენტთან ერთად სამინისტროს გაეგზავნა მამედ ემინ რასულზადეს მიერ შედგენილი წინადადებების სია, მათ შორის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ აღიარება და ერთიანი აზერბაიჯანული არმიის შექმნა.
კომიტეტმა განიხილა ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობასთან შესაძლო თანამშრომლობა მხოლოდ კავკასიის საკითხზე. მათი მოსაზრებით, ნაცისტურ ძალებს არ შეეძლოთ კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ კავკასიაში შესვლა და რეგიონის მომავალს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა გაეწყვიტა. თუმცა, ნაცისტურმა გერმანიის მთავრობამ უარყო ეს წინადადება, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ დამატებითი დახმარება აღარ იყო საჭირო ოპერაცია „ბარბაროსას“ საბოლოო გამარჯვებისთვის. ამ საკითხის შესახებ გაუგებრობა და უთანხმოება მოხდა გერმანიის ხელისუფლებასთან, რის შედეგადაც კომიტეტი 1943 წლის აგვისტოში დაიშალა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Milli Azərbaycan Komitəsi // Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti Ensiklopediyası. — II. — Bakı : "Lider", 2005. — P. 47.